|
დასახელება:
კონსტრუქტორი
|
| მომწოდებელი:
Fibrex
|
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
Fibrex LLC (ფიბრობეტონის მწარმოებელი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას კონსტრუქტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი საინჟინრო განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** კონსტრუქტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** მეტალის კონსტრუქციების გაანგარიშებისა და პროექტირების გამოცდილება;
** AutoCAD-ის ცოდნა (სავალდებულო);
** სასურველია Tekla Structures, Revit, SAP2000, SCAD, Robot Structural Analysis ან სხვა შესაბამისი პროგრამების ცოდნა;
** საინჟინრო ნახაზებისა და დეტალიზაციის მომზადების გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** ფიბრობეტონის (GRC/GFRC) საფასადე ელემენტების დეტალიზაციისა და სამუშაო ნახაზების მომზადება;
** ელემენტების სპეციფიკაციების (BOQ/BOM) შედგენა;
** სამონტაჟო კვანძებისა და დამაგრების სისტემების დამუშავება;
** მეტალის ქვეკონსტრუქციის სტატიკური გაანგარიშება;
** ქარის, სეისმური და სხვა საპროექტო დატვირთვების გათვალისწინებით კონსტრუქციული გადაწყვეტილებების შემუშავება;
** წარმოებისა და მონტაჟისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
** არქიტექტორებთან, წარმოების და მონტაჟის გუნდებთან კოორდინაცია.
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო და ინოვაციურ პროექტებზე მუშაობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
** თანამედროვე საწარმოო გარემოს.
კომპანიის შესახებ:
Fibrex არის საქართველოში მოქმედი ფიბრობეტონის (GRC/GFRC) ელემენტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მაღალი ხარისხის საფასადე და არქიტექტურული ელემენტების წარმოებაში.
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე Info@fibrex.ge
|
|
|
|