Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=726359&print=yes&view=jobs
 
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: თერმო ცენტრი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივნისი
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში.

ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები.

კომპანიის მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 145ა
ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:

** კვება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** FitPass

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიისა და სამუშაო სივრცის დალაგება-დასუფთავება
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ოპერატიულობა
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დიასახლისი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია