|
დასახელება:
მებაღე-მეეზოვე
|
| მომწოდებელი:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 10 ივნისი
|
"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს მიღებას მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილებაში მებაღე-მეეზოვის (2 ვაკანსია) პოზიციაზე:
მებაღე-მეეზოვის (შტატგარეშე პოზიცია) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1330 (ათას სამას ოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).
მებაღე-მეეზოვის ფუნქციები (ძირითადი მოვალეობები):
** უნივერსიტეტის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება;
** მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა;
** უშუალოდ ხელმძღვანელისა და ადმინისტრატორის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა.
აპლიკანტმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს:
** პირადობის მოწმობის ასლი;
** ავტობიოგრაფია/CV;
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, აპლიკანტმა 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს: ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ; შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება კორპორაციულ სადაზღვევო სისტემაში.
გასაუბრება ჩატარდება 28 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში.
დაინტერესებული კანდიდატი უნდა გამოცხადდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში (მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1. ოთახი 118)
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომერზე: 577943905.
|
|
|
|