Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=726330&print=yes&view=jobs
 
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: თბილისი ჰილს გოლფ მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
უნიკალური პროექტი "Tbilisi Hills Golf Management", რესტორნის გუნდში "Ono at Hills" ეძებს მიმტანს.

მდებარეობა: კრწანისი, თბილისი, საქართველო

ჩვენს შესახებ

ჩვენი გუნდი ავითარებს ყველაზე დიდ უნიკალურ უძრავ ქონების პროექტს თბილისში, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია სრულიად კავკასიის რეგიონში. პროექტი მოიცავს 331 ჰექტარ მიწის ფართობსა და 10, 000 მაცხოვრებელზე გათვლილ სივრცეს, სადაც განლაგებულია ექსკლუზიური მიწის ნაკვეთები და პრემიუმ კატეგორიის აპარტამენტები უნიკალური ხედებით, ასევე 18-ფოსოიანი ევროპული ტოპ 100 გოლფის სათამაშო მოედანი და მაღალი კლასის რესტორანი ტერასით.

Tbilisi Hills მუდმივად მიყვება ტენდენციებს და არის FIABCI-Georgia National Prix Excellence Awards 2022-ის ოქროს მფლობელი კატეგორიაში "ენერგოეფექტური და მწვანე პროექტები". ჩვენი ამბიციური და თავდაუზოგავი გუნდი მიზნად ისახავს თბილისის ყველაზე მწვანე და მოთხოვნადი საცხოვრებელი არეალის შექმნას (https://tbilisihills.com).

კომპანია გთავაზობთ:

** საინტერესო და სასიამოვნო გარემოში მუშაობას;
** ანაზღაურება 1 500 ლარი (ხელზე ასაღები) + KPI ბონუსი;
** მოქნილ გრაფიკს: ¾ (3 დღე დასვენება 4 დღე მუშაობა) კვირაში 40 საათი სამუშაო;
** ტრანსპორტირება (ისნის მეტროდან ობიექტამდე -ობიექტიდან ისნის მეტრომდე)
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** გოლფის უფასო მასტერკლასი და თამაში

მიმტანის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები იქნება შემდეგი:

** სამზარეულოს გუნდისთვის შეკვეთილი კერძის დროულად მიწოდება ან და დამზადებიდან უმოკლეს დროში კერძის სტუმართან მიტანა;
** იღებს მონაწილეობას მაგიდების ალაგებასა და სერვირებაში; იცავს სისუფთავეს სამუშაო სივრცეში, ალაგებს გერიდონებსა და სერვისისთვის გამოყენების არეალში ყველა წერტილს.
** სერვისის მომარაგება სხვადასხვა წვრილმანებით, თეფშებითა და აღჭურვილობით, რომელიც საჭიროა პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის;
** საჭმლის მომზადების დროის კონტროლი;
** სანიტარული და სურსათის უვნებლობის რეგულაციების წესების დაცვა;
** პასუხისმგებელია მოთხოვნილი შეკვეთების დროულად მომხმარებლამდე მიტანაზე;
** აპოლირებს, როგორც მიმტანების, ასევე ბარმენების ჭურჭელს და სხვადასხვა საჭირო ხელსაწყოს, უზრუნველყოფს ჭურჭლის გადავსებას, სერვისის სრულყოფილად გაწევისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია, აღნიშნულ პოზიციაზე, მინიმუმ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის გამართულად, საკომუნიკაციო დონეზე ფლობა

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საინტერესო გუნდს, განსხვავებულ და შთამბეჭდავ გარემოში, შეხვდე ბევრ საინტერესო ადამიანს, მაშინ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და გაგვიზიარე შენი რეზიუმე მითითებულ მეილზე hr@tbilisihills.com

subject-ში აუცილებლად მიუთითეთ "მიმტანი"

დავუკავშირდებით, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია