Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=726329&print=yes&view=jobs
 
უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: Dream House
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
"Dream House - დრიმ ჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან იმუშაონ წარმატებულ და წინსვლაზე ორიენტირებულ გარემოში, პროფესიონალებთან ერთად. აკეთონ საქმე პასუხისმგებლობით და იფიქრონ განვითარებაზე.

ვეძებთ გამოცდილ კადრებს უძრავი ქონების სფეროში, მინიმუმ გაყიდვების მიმართულებით, ადამიანებს, რომლებსაც ექნებათ იდეები და სწორად დასახული მიზნები. უპირატესობად ჩაითვლება უცხო ენების ცოდნა.

გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ მხოლოდ იმ ადამიანებმა, ვისაც გაქვთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება, სურვილი სწავლის და მიზანი განვითარების.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია / მოლაპარაკება.
** შეხვედრების დაგეგმვა / წარმართვა.
** განცხადებების ატვირთვა (რაც ძალიან გამარტივებული გვაქვს ჩვენი პროგრამის დახმარებით).
** შემოსულ ზარებსა და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა.

ჩვენი გუნდის უპირატესობა:

** თვეში 2 უქმე დღე (Day Off).
** ჩვენი პროგრამა განცხადებების ასატვირთად.
** დასვენება შაბათ-კვირას, ასევე ყველა ოფიციალურ დასვენების დღეს.

ჩვენ გთავაზობთ:

** გამოცდილ გუნდთან მუშაობას
** სწავლას პროფესიონალ გაყიდვების მენეჯერებთან
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** მაღალ ანაზღაურებას
** მუდმივ წინსვლას და განვითარებას
** მუდმივ სიახლეებს და შედეგებს
** თეორიულ ტრენინგებს

ჩვენთან დაგხვდებათ:

** კორპორაციული ნომერი, ულიმიტო სასაუბრო დროით.
** სამუშაო ლეპტოპი

აუცილებელი მოთხოვნაა: პუნქტუალურობა!

პირობები:

** სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (11:00-დან 18:00-მდე), კვირაში 5 სამუშაო დღე.
** ანაზღაურება: სრულად გამომუშავებაზე
** მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალო, ჟ. შარტავა

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: info@dreamhouse.ge და მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების აგენტი პოზიცია.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია