Робота для біженців з України
ედვერთაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ედვერთაიზერი
მომწოდებელი: ედით ჯგუფი
გამოქვეყნდა: 03 ივნისი / ბოლო ვადა: 03 ივლისი
"ედით ჯგუფი" ეძებს ციფრულ მარკეტინგში გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც გაუძღვება კლიენტების სარეკლამო კამპანიებს და იმუშავებს როგორც სტრატეგიულ, ისე ტექნიკურ დონეზე. თუ კარგად იცნობ Meta-ს და Google-ის სარეკლამო პლატფორმებს და შეგიძლია იმუშაო როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდთან ერთად — ეს ვაკანსია, ედვერთაიზერის პოზიციაზე, შენთვისაა.

ფუნქციები და პასუხისმგებლობები:

** ციფრული მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება და შესრულება;
** სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და ოპერატიული მართვა;
** Google Ads-ის და სხვა PPC კამპანიების დაგეგმვა, ოპტიმიზაცია და ანალიზი;
** Meta Ads Manager-ში მუშაობა: კამპანიების შექმნა, აუდიტორიის შერჩევა და რემარკეტინგი;
** Email მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
** რეკლამების ეფექტურობის, ონლაინ ტრეფიკისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი (Google Analytics ან მსგავსი პლატფორმების გამოყენებით);
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი კამპანიების შედეგებზე.

მოთხოვნები:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ციფრულ რეკლამასა და მედია სტრატეგიაში;
** გამოცდილება Google Ads, Facebook Ads, Meta Business Manager-ის გამოყენებაში;
** გამოცდილება Email Marketing პლატფორმებთან (მაგ. Mailchimp, Sendinblue ან მსგავსი);
** Google Analytics-ის ცოდნა და მომხმარებლის ქცევის ანალიზის უნარი;
** სასურველია - ტელეგრამ რეკლამის ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** კრეატიულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ:

** პროფესიონალური და მეგობრული გუნდი;
** საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები;
** თვითგამოხატვისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.

პირობები:

** მის: იაკობ ნიკოლაძის 3;
** სამუშაო გრაფიკი: 10:00 -19:00 (1 საათი შესვენება);
** ანაზღაურება 2000-დან 3000 ლარამდე გამოცდილების და კომპეტენციის მიხედვით.

თუ მზად ხარ, გააძლიერო ჩვენი გუნდი და იმუშაო ინოვაციურ პროექტებზე, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@adit.ge და სათაურად მიუთითე - "ედვერთაიზერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე