|
დასახელება:
ექიმი-ორთოპედი
|
| მომწოდებელი:
სტომატოლოგიური კლინიკა
|
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
სტომატოლოგიური კლინიკა თბილისის ცენტრში აცხადებს ვაკანსიას ექიმი-ორთოპედის პოზიციაზე.
თუ თქვენ ხართ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმი-ორთოპედი, რომელსაც აქვს პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა და პროფესიული სრულყოფისკენ მუდმივი სწრაფვა, გთავაზობთ შესაძლებლობას გახდეთ კლინიკის ნაწილი, სადაც ხარისხი, პროფესიონალიზმი და განვითარება ყოველდღიური საქმიანობის საფუძველია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ექიმ-ორთოპედად მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** შესაბამისი დიპლომებისა და სერტიფიკატების ფლობა;
** მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობა და ეთიკა;
** პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა.
რას გთავაზობთ:
** დასაქმებას თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ გარემოში;
** პროფესიონალებისა და მაღალი სტანდარტების მქონე გუნდთან თანამშრომლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას და KPI ბონუს სისტემას;
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობებს;
** კომფორტულ, სტაბილურ და მოტივირებულ სამუშაო გარემოს.
თუ მზად ხართ თქვენი პროფესიული გამოცდილება ახალ ეტაპზე აიყვანოთ და იმუშაოთ გარემოში, სადაც მაღალი სტანდარტები ყოველდღიური პრაქტიკის ნაწილია, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: takodanelia@gmail.com
|
|
|
|