|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
Auto Lab
|
|
გამოქვეყნდა: 03 ივნისი
/ ბოლო ვადა: 03 ივლისი
|
კომპანია "Auto Lab" 7 წელია, რაც საავტომობილო სერვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებებით ოპერირებს ბაზარზე. Auto Lab ძირითადი საქმიანობა მოიცავს შემდეგს: ავტო-ტექ მომსახურება, მაღალხარისხიანი ავტონაწილების და ორიგინალი ამერიკული საცხებ-საპოხი მასალების რეალიზება, ავტომობილების შეძენა-ჩამოყვანა. Auto Lab გამოირჩევა კლიენტის ინტერესებზე მორგებული მომსახურების მაღალი ხარისხით. კომპანია სთავაზობს მრავალფეროვან და ინოვაციურ სერვისებს დაინტერესებულ ფიზიკურ, თუ კორპორაციულ პირებს.
კომპანია "Auto-Lab" სერვის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე რუსთავში.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა
** სამუშაო საათები: 09:00-19:00 სთ (1 საათი შესვენება)
** ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და სრულ სერვისზე ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის საჭიროების დადგება და სწორი გადამისამართება სერვისში;
** მომხმარებლისთვის ასორტიმენტის და ფასდაკლებების შეთავაზება;
** შოურუმში პროდუქციის მერჩენდაიზინგი და თაროებზე დეფიციტების შევსება;
** პროდუქციის მოძიება და შეკვეთა მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში;
** სამუშაო სივრცეში ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო, უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** აუცილებელია ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია კატალოგთან მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე
უნარ-ჩვევები:
** დისციპლინირებული მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული მუშაობა;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** დროის მართვის კარგი უნარი;
** გუნდური მუშაობა
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy.autolab@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ რომ კომპანია Auto Lab-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანია Auto Lab-ის ბაზაში 1 წლის ვადით.
|
|
|
|