Робота для біженців з України
საწყობის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: აბანოთუბანი გრუფი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
"აბანოთუბანი ჯგუფი" წარმოადგენს მზარდ კომპანიას სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას თბილისის ისტორიულ, ტურისტულად აქტიურ უბანში და ემსახურება სტუმრებისთვის განსაკუთრებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნას.

"აბანოთუბანი ჯგუფში" ჩვენ ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ კანდიდატებს საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: 1500₾-1800₾ (ზრდის პერსპექტივით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში პროდუქციის მიღება, განთავსება და გაცემა;
** პროდუქციის რაოდენობრივი და ვიზუალური კონტროლი მიღებისას;
** საწყობის მარაგების აღრიცხვა და კონტროლი;
** სასაწყობე დოკუმენტაციის წარმოება;
** პროდუქციის სწორად დასაწყობებისა და შენახვის პირობების დაცვა;
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** საწყობში წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის გადაადგილების პროცესში მონაწილეობა;
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე 1-2-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ფიზიკურად დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სწრაფ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** მზარდი ანაზღაურება;
** სამედიცინო დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** შიდა როტაციისა და დაწინაურების პერსპექტივა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მეილზე: hr.abanotubanigroup@gmail.com და სათაურში (Subject) მიუთითოთ თქვენთვის საინტერესო ვაკანსიის დასახელება.

ჩვენ ვამუშავებთ რეზიუმეში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის, შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ ვაკანსიის განთავსების ვადის ამოწურვიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში.

თუ თქვენ თანახმა ხართ, თქვენი რეზიუმე განვიხილოთ სამომავლო ვაკანტურ თანამდებობებთან მიმართებით, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე: hr.abanotubanigroup@gmail.com, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითეთ: "თანახმა ვარ".

ამასთან, გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს კომპანიისთვის წერილობითი (მათ შორის ელექტრონული) მიმართვის გზით გამოიხმოთ თქვენი თანხმობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე