|
დასახელება:
მაღაზიის კონსულტანტი/გაყიდვების თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
Garemo
|
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
"GAREMO" ეძებს თანამშრომელს მაღაზიაში სამუშაოდ.
გვჭირდება ადამიანი, რომელიც დაგვეხმარება მაღაზიაში მომხმარებლების მომსახურებაში, პროდუქციის ჩვენებაში, შეკვეთების გამზადებასა და საწყობიდან გატანაში.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიაში შემოსული მომხმარებლების მომსახურება და კონსულტაცია
** პროდუქციის ჩვენება და საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** შეკვეთის გამზადება მომხმარებლისთვის
** პროდუქციის საწყობიდან გამოტანა და ჩაბარებაში დახმარება
** მაღაზიის სივრცის მოწესრიგებაში მონაწილეობა
ვის ვეძებთ:
** კომუნიკაბელურ და ზრდილობიან ადამიანს
** პუნქტუალურს და ყურადღებიანს
** ადამიანს, რომელსაც შეუძლია მომხმარებელთან მშვიდი და სასიამოვნო ურთიერთობა
** სასურველია გაყიდვებში ან მომსახურების სფეროში გამოცდილება, თუმცა სავალდებულო არ არის
პირობები:
** კვირაში 5 სამუშაო დღე, 10:00-19:00
** პირველი თვე — გამოსაცდელი ვადა
** ანაზღაურება გამოსაცდელ პერიოდში: 800 ლარი
** გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
** სამუშაო ადგილი: მაღაზია GAREMO, ქალაქი ქუთაისი
** გრაფიკი: შეთანხმებით
ამ ეტაპზე პოზიცია მოიცავს მხოლოდ მაღაზიაში მუშაობას და მომხმარებლების ადგილზე მომსახურებას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ან CV ელ. ფოსტაზე: garemosstore@gmail.com.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|