|
დასახელება:
ფიზიკის მასწავლებელი
|
| მომწოდებელი:
საერო გიმნაზია შავნაბადა
|
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
შპს "დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა" კერძო სკოლაა, რომლის დაარსების ისტორია უკვე 30 წელს ითვლის. ის ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო მიდგომებზე, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, თანამშრომელთა განვითარების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, თანამედროვე ინფრასტრუქტურით კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.
გიმნაზია "შავნაბადა" აცხადებს ვაკანსიას ფიზიკის მასწავლებლის პოზიციაზე, 2026-2027 სასწავლო წლისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი ფიზიკის მიმართულებით);
** ფიზიკის მასწავლებლად ან/და კერძო რეპეტიტორად მუშაობის გამოცდილება;
** ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის სტატუსზე.
** მისამართი: ისინი-სამგორის რ-ნი, გაბრიელ სალოსის გამზირის მიმდებარედ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მოთხოვნა http://teacersjobs.ge/ პორტალის მეშვეობით ან მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy@shavnabada.edu.ge . სავალდებულოა, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია შავნაბადა (ს/კ 206051396, მისამართი: თბილისი, სერგი წულაძის 32დ), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოს შემდეგ საფოსტო მისამართზე vacancy@shavnabada.edu.ge.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან.
"შავნაბადა" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|