|
დასახელება:
კურიერი
|
| მომწოდებელი:
მედიქალ ვორლდის ლაბორატორია
|
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელებს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია მედიქალ ვორლდი ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის" სახელითაა ცნობილი.
"Medical World Spa&Wellnes"კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან მედიქალ ვორლდის ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი "მედ 11", რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.
"მედიქალ ვორლდის" გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.
"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ.თბილისი. გივი ჟვანიას ქ N 15 (ყოფილი ლუბლიანას ქ. N33).
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი 10:00-18:00, ასევე კვირის დღეებში ანაზღაურებადი მორიგეობა წინასწარი გაწერილი გრაფიკის მიხედვით. დასვენება კვირაში 2 დღე.
ანაზღაურება: ყოველთვიურად ფიქსირებული 1200 ლარი. დამატებითი ანაზღაურება გაწერილი მორიგეობების მიხედვით.
სამუშაოს აღწერა:
** პარტნიორი კლინიკებიდან ნიმუშების ტრანსპორტირება;
** კლინიკებისათვის სამუშაო მასალის დროული მიწოდება;
** ფილიალებიდან გამოგზავნილი გზავნილების აღება და მასალის დაუყონებლივ მიწოდება ლაბორატორიაში;
** საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომელ კლინიკებში, საკვლევი მასალის ტრანსპორტირება;
** მოთხოვნის საფუძველზე, დღის განმავლობაში, ექთნის ტრანსპორტირება, ჩანიშნული გამოძახებების თანმიმდევრობის გათვალისწინებით;
** სამუშაო დღის ბოლოს, სახარჯი მასალების შევსება ავტომობილში (სინჯარები, მიმართვები...)
** რეპორტინგი ხელმძღვანელ პირთან;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში).
ძირითადი მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** სასურველია თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობა;
** თავაზიანობა;
** დროის მართვის უნარი;
** ოპერატიულობა და პუნქტუალობა;
** მოწესრიგებულობა და თანმიმდევრულობა;
ჩვენ უზრუნველყოფთ:
** სამუშაო პროცესში, კომფორტული ავტომობილით გადაადგილების საშუალებას;
** ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მუდმივ კონტროლსა და ავტოსამრეცხაოს ბარათს;
** სამუშაო პროცესისთვის საჭირო საწვავით უზრუნველყოფას;
** ავტომობილის და მძღოლის სავალდებულო დაზღვევა.
ჩვენთან დაგხვდებათ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
** მნიშნელოვანი ფასდაკლება ლაბორატორიულ სრულ სერვისზე (ფასდაკლება ეხება ოჯახის წევრებსაც).
ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე https://mlab.ge/, ასევე ფბ-გვერდზე: https://www.facebook.com/mlab.ge/?locale=ka_GE
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|