|
დასახელება:
წარმოების დაგეგმვის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
მარშე
|
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა.
დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს: ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.
"მარშე" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: წარმოების დაგეგმვის სპეციალისტი
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N5)
სამუშაო გრაფიკი: სრული
თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით, თუ ეძებ ახალ გამოწვევებს ახალი პროდუქტების შექმნის, კომუნიკაციის და ბრენდინგის მიმართულებით, გსურს ჩაერთო ბრენდის განვითარების პროცესში, მაშინ შემოუერთდი მარშეს გუნდს!
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების ისტორიული მონაცემების, სეზონურობისა და ბაზრის ტენდენციების საფუძველზე მოთხოვნის პროგნოზირება;
** ყოველდღიური, კვირეული და თვიური წარმოების გეგმების მომზადება და განახლება;
** ნედლეულისა და მზა პროდუქციის მარაგების დაგეგმვა და კონტროლი;
** წარმოების, გაყიდვების, შესყიდვებისა და ლოგისტიკის გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** მოთხოვნის ცვლილებების შესაბამისად გეგმების ოპერატიული კორექტირება;
** ნედლეულის საჭიროებების განსაზღვრა და შესყიდვების პროცესის მხარდაჭერა;
** მარაგების დეფიციტისა და ჭარბი მარაგების რისკების მართვა;
** წარმოების შესრულების, მარაგების ბრუნვადობისა და დანაკარგების ანალიზი;
** ოპერაციული ანგარიშგების მომზადება და პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება;
** მალფუჭებადი პროდუქციის ეფექტური დაგეგმვა და დანაკარგების მინიმიზაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ლოგისტიკის, მიწოდების ჯაჭვის მართვის, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია FMCG ან კვების წარმოების სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** მონაცემთა ანალიზისა და დაგეგმვის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "წარმოების დაგეგმვის სპეციალისტი".
|
|
|
|