Робота для біженців з України
რეზერვი პურ-ფუნთუშეულის მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვი პურ-ფუნთუშეულის მცხობელი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
კომპანია "ზღაპარი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვი პურ-ფუნთუშეულის მცხობელის პოზიციაზე თბილისის ფილიალებში. 
გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას აღნიშნულ პოზიციაზე, მთავარია გიყვარდეთ ცომეულის ცხობა დიასახლისის დონეზე, დანარჩენს ჩვენ შეგასწავლით ადგილზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი 08:00-16:00 სთ
დასვენების დღე:კვირა
ანაზღაურება: დღეში 65 ლარი


პურ-ფუნთუშეულის მცხობელის ძირითადი მოვალეობები:

** პურ-ფუნთუშეულის სხვადასხვა სახეობის გამოცხობა (ქურაში).
** დახლების რეგულარული შევსება.
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი.
** სისუფთავის დაცვა.
** პროდუქციის სალაროდან გაყიდვა

პიროვნული უნარ-ჩვევები:



** შრომისმოყვარეობა;

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოწესრიგებულობა.

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 577 23 33 25
ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელმისამართზე: hr@zgapari.ge

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.



 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე