Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=725989&print=yes&view=jobs
 
სტიუარდი/სამზარეულოს ჭურჭლის მრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტიუარდი/სამზარეულოს ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: Pullman Tbilisi Axis Towers
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 02 ივლისი
"Pullman Tbilisi Axis Towers Accor"-ის ჯგუფის პირველი პრემიუმ-კლასის სასტუმროა საქართველოში. თბილისის ყველაზე მაღალსართულიან შენობაში განთავსებული ულტრათანამედროვე, გამორჩეული კონცეფციის მქონე სასტუმრო იდეალური ადგილია როგორც დასვენებისთვის, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.

218 დახვეწილი დიზაინის ოთახი, 2000 მ 2 -ზე განლაგებული საკონფერენციო სივრცე, რესტორანი და ბარი ქალაქის პანორამული ხედებით - ის გამორჩეული გარემოა, სადაც საქმე და დასვენება იდეალურად ერწყმის ერთმანეთს.

"პულმან თბილისი აქსის თაუერსი" ეძებს სტიუარდს/სამზარეულოს ჭურჭლის მრეცხავს, რომელიც ანგარიშვალდებულია მთავარ სტიუარდთან, პასუხისმგებლობები და ძირითადი სამუშაო ფუნქციები მოიცავს:

** თანმიმდევრულად მოახდინოს პროფესიონალური, მეგობრული და პროაქტიული მომსახურება კოლეგების მხარდაჭერისას
** ჭურჭლის სარეცხ მანქანასთან მუშაობა
** ჭურჭლის, შუშის, დანა-ჩანგლის, ქვაბების და ტაფების გარეცხვა ჭურჭლის სარეცხი მანქანით ან ხელით
** ჭურჭლის დალაგება
** დანა-ჩანგლის გაპრიალება
** დარწმუნდეს რომ სამზარეულოს/სერვისს და ბანკეტინგის კოლეგებს აქვთ ყველა საჭირო ინვენტარი/ჭურჭელი
** სუფთა სამუშაო ინვენტარის უსაფრთხოდ შენახვა, დახარისხება
** დარწმუნება რომ ყველა გატეხილი და დაზიანებული ნივთი არის მოშორებული სამუშაო პროცესს და აღრიცხულია
** დარწმუნება რომ ყველა დანადგარი არის სუფთა მდგომარეობაში და ჩატარებულია დეზინფექციის პროცედურები რეგულარულად
** დარწმუნება რომ სამუშაო სივრცეები არის ყოველთვის სუფთა და დალაგებული. დააბრუნოს გამოუყენებელი ჭურჭელი საწყის ადგილას ან საწყობში
** გამოიყენოს სიფრთხილე და სწორი პროცედურები იატაკის მოწმენდისას სასწავლო მოდულის მიხედვით
** ღუმელების, გრილის, კედლების, გამწოვების, იატაკის სანიაღვრეების, ცხიმის დამჭერების და სამზარეულოს სხვა აღჭურვილობის გასუფთავება
** სამზარეულოს მთელი ტერიტორიის მოწმენდა და დასუფთავება
** ნაგვის დახარისხება და გატანა განკუთვნილ ადგილას და ნაგვის ურნების გასუფთავება
** ცხიმიანი ნივთების და ლანგრების გასუფთავება
** ყველა ქიმიური და საწმენდი საშუალების სრული ცოდნა, მათ შორის მათი გამოყენება, სათანადო შენახვისა და დამუშავების პროცედურების ცოდნა, ასევე პოზიციასთან დაკავშირებული ხელსაწყოების სწორი გამოყენება დარწმუნება რომ იატაკი ყოველთვის მშრალი და სუფთაა
** დეპარტამენტის წესების, პროცედურების და მომსახურების სტანდარტების შესრულება
** სუფთა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შენარჩუნება
** სხვა დაკისრებული მოვალეობების შესრულება

მოთხოვნები

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: careers@pullmantbilisi.com ან დაგვიკავშირდით აღნიშნულ ნომერზე: 511 10 24 25

მრავალფეროვნებისა და ინკლუზიისადმი ჩვენი ერთგულება:

ჩვენ ვართ ინკლუზიური კომპანია და ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ, დავასაქმოთ და განვავითაროთ მრავალფეროვანი ნიჭის მქონე ადამიანები.

რატომ Accor?

ჩვენ გაცილებით მეტი ვართ, ვიდრე მსოფლიო ლიდერი სტუმარმასპინძლობის სფეროში. ჩვენ მიგიღებთ ისეთად, როგორიც ხართ, და დაგეხმარებით იპოვოთ პოზიცია, რომელიც თქვენს პიროვნებას შეესაბამება. ჩვენ მხარს გიჭერთ ყოველდღიურ განვითარებასა და სწავლაში, რათა თქვენი საქმიანობა იყოს მიზანმიმართული და ღირებული. Accor-ში კარიერული გზის განმავლობაში თქვენ შეძლებთ აღმოაჩინოთ უსაზღვრო შესაძლებლობები.

თქვენ მიერ წარმოდგენილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. Pullman Tbilisi Axis Towers Hotel ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი შესაბამისობის შეფასების, შრომითი/სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებისა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და მონაცემთა დამუშავების პრინციპების შესაბამისად.

CV-ის/რეზიუმეს წარმოდგენით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა მიმდინარე და სამომავლო ვაკანსიებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით.

წარმოდგენილი განაცხადი შეინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით, ხოლო შესაბამის პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში - შრომითი/სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია