Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=725986&print=yes&view=jobs
 
მიმღების რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმღების რეგისტრატორი
მომწოდებელი: დიმიტრი კუპატაძის ანგიო ცენტრი
გამოქვეყნდა: 02 ივნისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
"დიმიტრი კუპატაძის ანგიო ცენტრი" - https://www.facebook.com/angiodk - აცხადებს ვაკანსიას მიმღების რეგისტრატორის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დავით თავხელიძის ქ. 1 (საბურთალო), მეტრო ვაჟა-ფშაველას მიმდებარედ.
სამუშაო განრიგი: 8-საათიანი სამუშაო დღე (10:00-18:00), ნახევარ განაკვეთზე, ცვლაში მუშაობით.
ანაზღაურება: 800₾ (ხელზე ასაღები); გამოსაცდელი პერიოდი 2 თვე, ამ პერიოდის განმავლობაში ხელზე ასაღები ანაზღაურება 500₾

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარების მართვა: შემომავალ ზარებზე პასუხი, პაციენტისათვის შეკითხვებზე პასუხი; ვიზიტების ორგანიზება, სასურველი დროის და სერვისის შერჩევა, დაჯავშნა და პაციენტისათვის შეხსენებების გაკეთება;
** მომხმარებლის სამედიცინო მომსახურებაზე შესაბამის პროგრამაში დარეგისტრირება/ამბულატორიული ბარათის გახსნა და პირადი ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
** მომხმარებლის საჭიროების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** კლინიკაში მომხმარებლების მომსახურების პროცესის დადგენილი წესის შესაბამისად წარმართვა;
** მომსახურების საფასურის გადახდის პროცესის წარმართვა; სალაროს აპარატთან და ტერმინალთან მუშაობა, ქვითრების/ჩეკების დაბეჭდვა და დღიური ფინანსური ანგარიშგების წარმოება;
** გახსნილი ამბულატორიული ბარათების დაარქივება და საჭიროების შემთხვევაში მათი მოძიება;
** სხვა ფუნქცია-მოვალეობები უშუალო უფროსისა და კლინიკის მენეჯერის დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება, ასვე განიხილებიან სტუდენტები;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პარტნიორობა - ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა;
** მომხმარებელზე/სერვისზე ორიენტაცია;
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mediclubkids@mediclubkids.ge, დასახელების ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. განაცხადის მიღების ბოლო ვადა 28 ივნისი 2026

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "დკ ანგიოსათვის" მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია