|
დასახელება:
პოლიგრაფიული საწარმოს თანამშრომელი/მჭრელი
|
| მომწოდებელი:
ედვინგსი
|
|
გამოქვეყნდა: 02 ივნისი
/ ბოლო ვადა: 02 ივლისი
|
სარეკლამო კომპანია "ედვინგსი" აცხადებს ვაკანსიას (სტამბაში) პოლიგრაფიულ საწარმოს თანამშრომლის (ქაღალდის მჭრელისა და მკვეთავის) პოზიციაზე.
შესაძლებელია აღნიშნული საქმიანობის ადგილზე შესწავლაც.
პირობები:
** ანაზღაურება: 1200 ლარიდან. მზარდი, ყოველ თვეში 100-100 ლარის მატებით. დამწყებთათვის შესწავლის დონის შესაბამისად, 5 თვის განმავლობაში.
ხოლო გამოცდილების მქონეთათვის - 1500 ლარიდან, მზარდი იგივე პრინციპით 2000 ლარამდე.
** სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ფეიქართა ქ. N14 (ამჟამინდელი ეველინა თავაძის 42)
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 სთ-მდე.
ძირითადი მოვალეობები: ხელმძღვანელების მიერ პოლიგრაფიულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უპირატესობა მიენიჭება სტამბაში მუშაობის რაიმე გამოცდილებას. (დასაჭრელი ქაღალდის მოწესრიგება, დაჭრა, კვეთა, სხვადასხვა პოლიგრაფიულ დანადგართან მუშაობა).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დაკვირვებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული, დისციპლინირებული;
** შრომისმოყვარე, ენერგიული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
** მზარდ სახელფასო სისტემას.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ მეილზე: hr@adwings.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 577191391
|
|
|
|