Робота для біженців з України
სამშენებლო ლიფტის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო ლიფტის ოპერატორი
მომწოდებელი: იელთი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "იელთი ჯგუფი" ეძებს გუნდის წევრს სამშენებლო ლიფტის ოპერატორის პოზიციაზე.

ელთ ბილდინგი" 2017 წელს შემოვიდა ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ასპარეზზე.
კომპანიის მთავარი მისია არის ის, რომ უძრავი ქონების ჩვენთან შეძენისას, მომხმარებლებმა უნდა მიიღოს კომფორტული ცხოვრების, დასვენებისა და მომგებიანი ინვესტიციისათვის ყველანაირი პირობა.
ისეთი პროექტებით, როგორიც არის "ELT Quarter" ბათუმში და "Spanish Quarter" თბილისში, ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს, საქართველოში, მშენებლობას ახალი სტანდარტების დანერგვასა და განვითარებაში.

"ელთ ბილდინგს" უნიკალურს ხდის, ფოკუსირება მომხმარებლებზე და მათ კმაყოფილებაზე, მაღალი დონის სამშენებლო გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, სასტუმროს სტილის სერვისებისა და დიზაინის არსებობა კომპლექსებსა და აპარტამენტებში.

ლოკაცია: თბილისი
ანაზღაურება: დღიური 60 ლარიდან 70 ლარამდე

ფუნქცია-მოვალეობები:

სამშენებლო ლიფტის ("პიონერის") ოპერატორის მოვალეობები:

** მუშაობის დაწყებამდე ლიფტის ტროსის, სამაგრების, სამუხრუჭე სისტემისა და ელექტროობის ვიზუალური შემოწმება.
** ტვირთამწეობის კონტროლი: მკაცრი კონტროლი იმაზე, რომ არ გადააჭარბოს ამწის მაქსიმალურ დასაშვებ წონას (ზედმეტი ტვირთი საფრთხეს უქმნის როგორც აპარატს, ისე კონსტრუქციას).
** ტვირთის სწორი დაბალანსება: თვალყურის დევნება, რომ ასაზიდი მასალა (ცემენტი, ბლოკი, არმატურა) კალათაში ან პლატფორმაზე სწორად და საიმედოდ იყოს განთავსებული.
** მართვა და კოორდინაცია: ამწის მართვა რბილად, მკვეთრი მოძრაობების გარეშე. მჭიდრო კომუნიკაცია ქვემოთ მყოფ მუშებთან (ხშირად რაციით ან სპეციალური ნიშნებით).
** უსაფრთხოების წესების დაცვა: სამუშაო ზონის კონტროლი: იმის უზრუნველყოფა, რომ ტვირთის მოძრაობის რადიუსში ადამიანები არ მოძრაობდნენ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltgroup.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება სამშენებლო ლიფტის ოპერატორი, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრებას.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე