სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "იელთი ჯგუფი" ეძებს გუნდის წევრს დამხმარე მუშის პოზიციაზე.
"ელთ ბილდინგი" 2017 წელს შემოვიდა ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ასპარეზზე.
კომპანიის მთავარი მისია არის ის, რომ უძრავი ქონების ჩვენთან შეძენისას, მომხმარებლებმა უნდა მიიღოს კომფორტული ცხოვრების, დასვენებისა და მომგებიანი ინვესტიციისათვის ყველანაირი პირობა.
ისეთი პროექტებით, როგორიც არის "ELT Quarter" ბათუმში და "Spanish Quarter" თბილისში, ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს, საქართველოში, მშენებლობას ახალი სტანდარტების დანერგვასა და განვითარებაში.
"ელთ ბილდინგს" უნიკალურს ხდის, ფოკუსირება მომხმარებლებზე და მათ კმაყოფილებაზე, მაღალი დონის სამშენებლო გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, სასტუმროს სტილის სერვისებისა და დიზიანის არსებობა კომპლექსებსა და აპარტამენტებში.
ლოკაცია: თბილისი
ანაზღაურება: დღიური 60 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
მისი მოვალეობები იცვლება დღის განმავლობაში, საჭიროებიდან გამომდინარე.
** მასალების მომზადება და მიწოდება: ცემენტის, ქვიშის, ბლოკის, არმატურისა და სხვა მასალების მიტანა უშუალოდ ხელოსნებთან (კალატოზებთან, მლესავებთან და ა.შ.).
** დატვირთვა-გადმოტვირთვა: ობიექტზე მოსული სატვირთო მანქანებიდან მასალის ჩამოცლა და დასაწყობება.
** "პიონერისა" და ჯალამბარის მომსახურება: მასალის მოთავსება ამწის კალათაში ქვედა დონეზე, დამაგრება და ზემოთ გაგზავნა.
** ობიექტის დასუფთავება: სამშენებლო ნარჩენების (ნაგვის, ბლოკის ნამტვრევების, ფიცრების) შეგროვება, სართულებიდან ჩამოტანა და სპეციალურ ბუნკერში მოთავსება.
** დამხმარე სამუშაოები: და სხვა მიცემული მარტივი დავალებების შესრულება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltgroup.ge. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება დღიური მუშა, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრებას.
წარმატებებს გისურვებთ!
|