Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Ramada by Wyndham Tbilisi Old City
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
"Wyndham Hotels and Resorts" არის სასტუმროების ქსელი რომელიც დაარსდა 1981 წელს ნიუჯერსიში, აშშ. ქსელი გამოირჩევა მსოფლიოში ყველაზე მეტი ფრანჩაიზების რაოდენობით და აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Baymont, La Quinta, Ramada, Wyndham და სხვა.

"Ramada by Wyndham Tbilisi Old City" მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში. სასტუმროს ტერასიდან იშლება ხედი ქალაქზე. ტერიტორიაზე უძველესი ისტორიული მარანი, რესტორანი და ტერასააა განთავსებული. მარანი, რომელიც მშენებლობის დროს სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი, საუკუნეებს ითვლის და დღეს თავისი ფუნქციები სრულად აქვს აღდგენილი. ძველი თბილისის ხასიათის თანხვედრა სასტუმროს თანამედროვე სტილთან ესთეტიკურ ერთიანობას ქმნის და სტუმარს ყოველთვის სასიამოვნო გარემოს უქმნის.

სასტუმრო "Ramada by Wyndham Tbilisi Old City" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსავლებისა და გაყიდვების (პერსონალური/გუნდური) მიზნების მიღწევა და მოგების მაქსიმიზაცია;
** კორპორატიული პარტნიორების მოძიება/მოზიდვა.
** პოტენციურ მომხმარებლისთვის პროდუქტის შეთავაზება.
** კორპორატიული ღონისძიებების მიმდინარეობის ზედამხედველობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში აუცილებელია.
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** ინფორმაციის სწრაფად გაანალიზებისა და სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: hr@ramadatbilisioldcity.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე