Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ალტრიქს ლოჯისტიკა
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
"ალტრიქს ლოჯისტიკა" ბაზარზე 2025 წლიდან პოზიციონირებს. კომპანიას აქვს დანერგილი მაღალი სტანდარტები, გამართული სასაწყობე ინფრასტრუქტურა და სრული ლოჯისტიკური მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი პარტნიორებისთვის სანდოობის, საიმედოობისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის გარანტიაა.

ჩვენ ვაერთიანებთ 150-ზე მეტ კვალიფიციურ თანამშრომელს. ჩვენთვის პრიორიტეტულია თითოეული მათგანის პროფესიული განვითარება, კომფორტული სამუშაო გარემო და კეთილდღეობა, რადგან გვჯერა, რომ დიდი მიზნები მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა.

"ალტრიქს ლოჯისტიკა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-დან 18:00-მდე (1 საათი შესვენება)
ანაზრაურება: 2300 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო პროცესის სწორად წარმართვა;
** იზრუნოს საქონლის შენახვა-დასაწყობების, სტანდარტიზირებული განთავსების, მოვლის სტანდარტების შემუშავება/დანერგვაზე;
** იზრუნოს საწყობის სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე და დროულად გაატაროს საჭირო ცვლილებები;
** აკონტროლოს თანამშრომლების მიერ სანიტარული ნორმების და წესრიგის დაცვა. საწყობის ტერიტორიის დალაგება და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** გააკონტროლოს კომპანიაში არსებული შრომის უსაფრთხოების ნომრების დაცვა;
** აღწერების დაგეგმვა და რეპორტის მომზადება;
** იზრუნოს საწყობში წესრიგზე და ნივთების სწორ დალაგებაზე რაც მითითებულია საქონლის შეფუთვაზე;
** აკონტროლოს საწყობის ტერიტორიაზე მანქანების მოძრაობა;
** აწარმოოს თანამშრომლებთან ყოველთვიური უკუკავშირი და იზრუნოს მათ განვითარებაზე;
** აკონტროლოს თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების დაცვა და საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება;
** საჭიროების მიხედვით შექმნას სამუშაო ჯგუფების სხვა და სხვა პრიორიტეტული საკითხების მოსაგვარებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** რამდენიმე სხვა და სხვა მიმართულების საწყობის მართვის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენით, შპს "ალტრიქს ლოჯისტიკა" უფლებამოსილებას გვანიჭებთ, აღნიშნული დოკუმენტები დავამუშაოთ როგორც მოცემული, ასევე სამომავლოდ სხვა მსგავსი ვაკანსიების ფარგლებში და შევინახოთ კომპანიის ბიზნეს საქმიანობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა რეგულაციების შესაბამისად, არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/VUhaLXHc
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე