Робота для біженців з України
ქსელური მარკეტების მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქსელური მარკეტების მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
"G&A Group", ნახევარფაბრიკატების წარმოებისა და დისტრიბუციის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ქსელური მარკეტების მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის ვადების შემოწმება და FIFO სტანდარტის დაცვის კონტროლი;
** თაროების შევსება და პროდუქციის სწორი განლაგების უზრუნველყოფა;
** ობიექტებზე არსებული მარაგების, ნაშთებისა და პლანოგრამის კონტროლი;
** პროდუქციის ხილვადობისა და წარმოდგენის მუდმივი გაუმჯობესება;
** ფასების სწორად განლაგებისა და შესაბამისობის კონტროლი;
** ბრენდის პოპულარიზაციისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
** ხელმძღვანელობისთვის ობიექტებზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** პრობლემური სიტუაციების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი პირების ინფორმირება;
** სავაჭრო ობიექტების პერსონალთან პოზიტიური და ეფექტური კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მერჩენდაიზერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია);

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** ორგანიზებულობა და მობილიზებულობა.

ანაზღაურება და პირობები:

** ფიქსირებული ხელფასი - 1000 ₾;
** ავტომობილის ცვეთის კომპენსაცია - 100 ₾;
** ბონუსი - 900 ₾-მდე;
** სამუშაო გრაფიკი - კვირაში 6 სამუშაო დღე.

დამატებითი მოთხოვნა:

** საკუთარი ავტომობილის ქონა სავალდებულოა;
** ავტომობილის საშუალო საწვავის ხარჯი - 100 კმ-ზე 8-9 ლიტრი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@gagroup.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "ქსელური მარკეტების მერჩენდაიზერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე