Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=725879&print=yes&view=jobs
 
HR სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR სპეციალისტი
მომწოდებელი: Discarry
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
სადისპეჩერო კომპანია "Discarry", რომელიც ოპერირებს ამერიკის ბაზარზე და წარმოადგენს ლოჯისტიკური მიმართულების დისპეჩინგის სერვისს, ეძებს HR სპეციალისტს, რომელიც დაგვეხმარება ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. გრაფიკი - საღამოს ცვლა, სამუშაო საათები შეთანხმებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ქართველ და უცხოელ თანამშრომელთა დოკუმენტაციისა და მონაცემების მართვა;
** ვაკანსიების მომზადება და განთავსება სხვადასხვა პლატფორმაზე;
** კანდიდატების მოძიება, CV-ების გადარჩევა და პირველადი გასაუბრებების ჩატარება;
** გასაუბრებების კოორდინაცია მენეჯერებთან;
** ახალი თანამშრომლების აყვანისა და ადაპტაციის პროცესის ორგანიზება;
** თანამშრომლების დასწრების, შვებულებებისა და გამოსაცდელი ვადის მონიტორინგი;
** თანამშრომლებთან დაკავშირებული საკითხების მართვაში მენეჯერების მხარდაჭერა;
** თანამშრომელთა მოტივაციისა და კორპორაციული კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
** შიდა ტრენინგებისა და განვითარების პროცესების კოორდინაცია.
** სამუშაო არის საღამოს ცვლაში და საათები შეთანხმდება ინდივიდუალურად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** HR-ის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და პროფესიონალური მიდგომა;
** საოფისე პროგრამების (Google Workspace, Microsoft Office და სხვა) ცოდნა;
** ინგლისურ ენაზე გრამატიკულად გამართულად ვერბალური და წერილობითი ფორმით კომუნიკაცია აუცილებელია.
** გთხოვთ გაითვალისწინოთ: სამუშაო არის On-site, რაც გულისხმობს ოფისში სიარულს და ამ ეტაპზე არ განიხილება დისტანციური მუშაობა.
** აღნიშნულის განხილვა სამომავლოდ თეორიულად შესაძლებელია.
** სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაურთოთ სამოტივაციო წერილი.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ან შაბათის (შეთანხმებისამებრ) ჩათვლით. 16:00-02:00 საათამდე
** კონკურენტული ანაზღაურება კანდიდატის კვალიფიკაციისა და ინდივიდუალური შეთანხმების მიხედვით. დაინტერესებულ პირებს აგრეთვე შეუძლიათ საკუთარი მოთხოვნები დააფიქსირონ მეილში წერილობითი სახით საკუთარ რეზიუმესთან ერთად.
** დაზღვევა
** Fitpass
** სტაბილური, მეგობრული, განვითარებაზე ორიენტირებული გარემო და მიმიღებლობა ახალი იდეებისა და სისტემებისადმი.

თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, ახალი ტალანტების აღმოჩენა და ძლიერი გუნდის შექმნა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და შემოგვიერთდით.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: contact@discarry.com. გთხოვთ, ელექტრონული წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითოთ დასახელება: ვაკანსია - HR.

გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია