Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=725878&print=yes&view=jobs
 
რეგიონალური აუდიტი - მცხეთა-მთიანეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონალური აუდიტი
მომწოდებელი: მაღაზიათა ქსელი გვირილა
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
კომპანია "გვირილა" საქართველოს რითეილ ბაზარზე გამოჩნდა 2022 წლის ოქტომბრის თვეში და ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 355 ობიექტით არის წარმოდგენილი; მისი მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომპანია დინამიურად ვითარდება და გაფართოებასთან ერთად გუნდის ახალ წევრებს იმატებს, რომელთაც ჯანსაღ სამუშაო გარემოს და კარიერასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას სთავაზობს.

შპს "გვირილა რითეილის" მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური აუდიტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული ფილიალების კონტროლი.
** ფილიალში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი.
** ფილიალში პროდუქციის ვადებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი.
** ფილიალში არსებული თანხის კონტროლი.
** ფილიალში არსებული დარღვევების აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - საშუალო;
** სამუშაო გამოცდილება - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია MS Office პროგრამების ცოდნა.
** სასურველია Apex-პროგრამის ცოდნა
** აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
** მეგობრულ გუნდს

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00სთ
სამუშაო ადგილმდებარეობა: მცხეთა-მთიანეთის რეგიონი

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: HR@gvirila.com.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

** რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "გვირილა რითეილის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
** უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: HR@gvirila.com.ge;
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია