Робота для біженців з України
რეკრუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეკრუტერი
მომწოდებელი: მიმინო თრეველ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
ვეძებთ ენერგიულ და შედეგებზე ორიენტირებულ რეკრუტერს, რომელიც დაგვეხმარება საუკეთესო ტალანტების აღმოჩენასა და მოზიდვაში. თუ გაქვთ ადამიანების "წაკითხვის" სუპერძალა, იცით, სად და როგორ იპოვოთ პასიური კანდიდატები და გსურთ ტურიზმის სფეროში მუშაობა, ეს პოზიცია თქვენთვისაა!

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა განყოფილებებთან მჭიდრო კომუნიკაცია და ვაკანსიების პროფილების დეტალური შესწავლა;
** კანდიდატების აქტიური მოძიება (Sourcing) სხვადასხვა არხების გამოყენებით (LinkedIn, შიდა ბაზები, პროფესიული ქსელები და სხვა);
** რეზიუმეების გადარჩევა, პირველადი გასაუბრებების ჩატარება და კანდიდატების შეფასება;
** შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა (ინტერვიუების ჩანიშვნა, უკუკავშირის მიცემა, Job Offer-ის მომზადება);
** კანდიდატების მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება და მოწესრიგება;
** შრომის ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და რეკრუტირების პროცესების მუდმივი გაუმჯობესება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება რეკრუტინგის, ან ზოგადად ადამიანური რესურსების კუთხით აუცილებელია.
** სასურველია HR სააგენტოში მუშაობის გამოცდილება.
** კანდიდატების მოძიების (Sourcing) თანამედროვე ტექნიკებისა და ხელსაწყოების ცოდნა.
** სხვადასხვა სფეროს სპეციფიკის სწრაფი ათვისების უნარი.

პიროვნული თვისებები:

** ემპათიური.
** კეთილგანწყობილი.
** მოლაპარაკებების წარმოებისა და ადამიანების დარწმუნების უნარები.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ანაზღაურება: 3000 ლარი ხელზე.
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
** ულიმიტო საკომუნიკაციო პაკეტი.
** გუნდის შემაკავშირებელი აქტივობები.

თუკი გავაღვიძეთ შენი ინტერესები, რომ შემოგვიერთდე, მოუთმენლად ველოდებით შენს რეზიუმეს: vacancy@miminotravel.com. სათაურში მიუთითე "რეკრუტერი".

მადლობა!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე