Робота для біженців з України
უფროსი მერჩენდაიზ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი მერჩენდაიზ მენეჯერი
მომწოდებელი: Design mall
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
"Design mall" აცხადებს ვაკანსიას უფროსი მერჩენდაიზ მენეჯერის თანამდებობაზე.

სამშენებლო მასალების ბაზარზე ოპერირებადი კომპანია Design mall აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი მერჩენდაიზ მენეჯერის პოზიციაზე სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების მიმართულებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს აღნიშნულ სფეროში არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქტების ბაზრის ცოდნა
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებისა და ურთიერთობის მართვის გამოცდილება
** გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შეუძლია დიდი ზომის მოლის/სავაჭრო სივრცის ეფექტურად მართვა.

სამუშაო პირობები:

** მდებარეობა: თბილისი, აგლაძის 57
** ანაზღაურება: 3500 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, სრული სამუშაო განაკვეთით.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიის საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და თაროებზე განლაგება
** პროდუქციის სწორ და ეფექტურ განთავსებაზე ზრუნვა
** მაღაზიაში პროდუქციის ვიზუალური წარმოდგენის კონტროლი
** ფასების მონიტორინგი და კონტროლი
** სარეკლამო მასალების ეფექტურად გამოყენება
** პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი
** მარაგებისა და განლაგების პროცესის ორგანიზება
** გაყიდვების ზრდასა და პროდუქციის სწორ პრეზენტაციაზე ზრუნვა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV/რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: Hr@designmall.ge
ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "უფროსი მერჩენდაიზ მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე