Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=725752&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ორეი
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის და ერთჯერადი ჭურჭლის ასევე აქსესუარების სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის და მუყაოს პროდუქციას აწარმოებს.

პოზიციის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (კვირაში 40 საათი)

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** მართვის მოწმობა B კატეგორია
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel, PowerPoint)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალური
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი B2B კლიენტების მოზიდვა (ექსპორტი)
** შეხვედრები და პრეზენტაციების ორგანიზება
** კომერციული წინადადებების მომზადება
** მომხმარებლისგან შეკვეთის მიღება
** ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესწავლა და ანალიზი
** გაყიდვების დაგეგმარება და რეპორტინგი
** ხელმძღვანელის სხვა სამუშაო დავალებების შესრულება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@orei.ge და გთხოვთ, ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება . ტელ:599150665.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია