|
დასახელება:
ონლაინ პლათმორმის გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ორეი
|
|
გამოქვეყნდა: 01 ივნისი
/ ბოლო ვადა: 01 ივლისი
|
"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის და ერთჯერადი ჭურჭლის ასევე აქსესუარების სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის და მუყაოს პროდუქციას აწარმოებს.
პოზიციის დასახელება: ონლაინ პლათმორმის გაყიდვების მენეჯერი
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (კვირაში 40 საათი)
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel, PowerPoint)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალური
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია.
** ვებ-გვერდიდან გაფორმებული შეკვეთის დასრულება.
** ონლაინ დილერებთან კომუნიკაცია, შეკვეთების გაწერა და ბოლომდე დასრულება
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მიერ
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@orei.ge და გთხოვთ, ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება . ტელ:599150665
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|