|
დასახელება:
კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო
|
|
გამოქვეყნდა: 01 ივნისი
/ ბოლო ვადა: 01 ივლისი
|
ორგანიზაცია: სსიპ - "დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო"
პოზიციის დასახელება: შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი
თანამდებობრივი სარგო: 1318 ლარი (დარიცხული)
ადგილების რაოდენობა: ბათუმი - 1, შუახევი - 1, ქედა - 1, ხელვაჩაური - 1, ქობულეთი - 1.
სამსახურის ადგილმდებარეობა: ბათუმი, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური, ქობულეთი.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ფუნქციები:
** სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების, ასევე ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი მომსახურების გაწევა.
** სამუშაოს მაძიებლების შესაბამის პროგრამაში, მათ შორის შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში, რეგისტრირება ან რეგისტრაციაში დახმარების გაწევა. მათი საჭიროებების და უნარების იდენტიფიცირება/შეფასება, პროფილირება, კონსულტირება.
** კარიერული გეგმის შედგენა, მისი განხორციელების გზებისა და საშუალებების იდენტიფიცირება, დასახული მიზნის მისაღწევად საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა, პროცესის მხარდაჭერა, მონიტორინგი და შეფასება.
** სამუშაოს მაძიებლისთვის მიზნობრივი სერვისისა და პროგრამების შეთავაზება მეთოდოლოგიური მასალებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.
** სამუშაოს მაძიებლების პროგრამებში ჩართვისა და სერვისების მიწოდების პროცესის ადმინისტრირება და უკუკავშირის შეგროვება.
** დოკუმენტაციის შემუშავება და შენახვა, ინსტრუქციებისა და მარეგულირებელი ნორმების გამოყენება სამუშაო პროცესში, ელ. პლატფორმებისა და პროგრამების გამოყენება, საოფისე პროგრამებში მუშაობა, საკუთარი საქმიანობის ფარგლებში სტატისტიკური მონაცემებისა და ანგარიშების დადგენილი წესების შესაბამისად წარმოება.
** საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
** ორგანიზაციებისთვის, მათ შორის დამსაქმებლებისა და საგანმანათლებლო პროვაიდერებისთვის, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირება ან რეგისტრაციაში დახმარების გაწევა. მათ შორის, ვაკანსიების, საგანმანათლებლო პროგრამების სისტემაში განთავსება ან განთავსებაში დახმარება.
** შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულ ვაკანსიებზე სამუშაოს მაძიებლის შერჩევა. ვაკანსიის შევსებისა და დახურვის აღრიცხვა. ვადების კონტროლი და დამსაქმებლისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა.
** საჭიროების შემთხვევაში, დამსაქმებლებისათვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის სააგენტოს, დასაქმების პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
** საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ განხორციელებული სერვისებისა და პროგრამების შესახებ უკუკავშირის შეგროვება.
** უფლებამოსილების ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირების უზრუნველყოფა.
** კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს დირექტორის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელი პირ (ებ)ის მიერ გაცემული სხვა დავალებებისა და ცალკეული მითითებების შესრულება.
საკონკურსო თემატიკა:
** საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით დამტკიცებული "სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება";
** საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ;
** "დასაქმების ხელშეწყობის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის N630 დადგენილება.
დამატებითი მოთხოვნები:
** აუცილებელია ერთწლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების, ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სამუშაო პროცესების ორგანიზებული, ჯეროვანი და დროული შესრულების უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** კლიენტთა მომსახურებისა და ინდივიდუალური კონსულტირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** საქმისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Sesa_administration@moh.gov.ge.
გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება (მუნიციპალიტეტის მითითებით), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|