|
დასახელება:
პროექტების ოპერაციული მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
არქ-კონი
|
|
გამოქვეყნდა: 01 ივნისი
/ ბოლო ვადა: 01 ივლისი
|
კომპანია 2022 წლიდან მოღვაწეობს სამშენებლო ბაზარზე, რომელიც აერთიანებს საპროექტო, ლოგისტიკურ, საწარმოო და სამონტაჟო მიმართულებებს. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური საინჟინრო კადრებით. არქ-კონი მუდმივად ზრუნავს დააკმაყოფილოს მაღალკონკურენტული ბაზრის მოთხოვნები და მიაწოდოს მომხმარებელს ექსკლუზიური მომსახურება სამშენებლო სექტორში უახლესი მიღწევებისა და სიახლეების გათვალისწინებით.
ვაკანსიის დასახელება: პროექტების ოპერაციული მენეჯერი
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად, განიხილება ინდივიდუალურად ტოპ-კანდიდატებთან.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროექტების პორტფელის სტრატეგიული მართვა (End-to-End): პროექტის სრული სასიცოცხლო ციკლის მართვა - ტექნიკური შეთავაზების მომზადებიდან ობიექტის ჩაბარებამდე. შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი;
** სამუშაო გრაფიკების (Milestones) ოპტიმიზაცია: პროექტის დეტალური გრაფიკის შექმნა და მისი მკაცრი შესრულების მონიტორინგი. საპროექტო ჯგუფის, შესყიდვებისა და საწარმოო-სამონტაჟო რგოლების სინქრონული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ოპერატიული თათბირები: ყოველკვირეული თათბირების ხელმძღვანელობა, სადაც ხდება რისკების იდენტიფიკაცია, დაგვიანებების მიზეზების გარკვევა და კონკრეტული სამოქმედო გეგმების (Action Items) დასახვა;
** დამკვეთთან კომუნიკაცია: პროექტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიშგება, შესრულების აქტების დროული გაფორმება და დებიტორული დავალიანების აქტიური მართვა/ამოღება;
** საბიუჯეტო დისციპლინა და ეფექტურობა: პროექტის ფარგლებში დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტის) დაცვის მონიტორინგი, დანაკარგების მინიმიზაცია და რესურსების ოპტიმიზაცია (Value Engineering);
** RACI აღსრულება: სტრუქტურულ ერთეულებს (საინჟინრო ჯგუფი, შესყიდვები, საამქრო, სამუშაოთა მწარმოებლები) შორის პასუხისმგებლობებისა და ანგარიშვალდებულების მკაცრი კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო-საინჟინრო, მშენებლობის მენეჯმენტის ან მსგავს სფეროს);
** გამოცდილება: მინიმუმ 3 წლის წარმატებული გამოცდილება სამშენებლო/საინჟინრო პროექტების მართვაში (უპირატესობა მიენიჭება ფასადების მიმართულებას);
** ტექნიკური ცოდნა: საინჟინრო ნახაზების წაკითხვის უნარი, სასურველია საფასადე სისტემების სპეციფიკის ცოდნა;
** ენები: ქართული (სრულყოფილად), ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა (უცხოელ პარტნიორებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაციისთვის);
** პროგრამული უზრუნველყოფა: MS Office, MS Project, AutoCAD (სასურველია) ცოდნა.
პიროვნული და მენეჯერული მახასიათებლები:
** ლიდერული თვისებები, შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა, მკაცრი მენეჯერული ხასიათი და გუნდის მობილიზების უნარი;
** კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი და არგუმენტირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დამკვეთის ტოპ-მენეჯმენტთან და გენერალურ კონტრაქტორებთან ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების წარმოების უნარი, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
უფლებები:
** სრული უფლებამოსილება ოპერაციული გადაწყვეტილებების მიღებაში;
** პირდაპირ კავშირი კომპანიის მიმართულებების ხელმძღვანელობასთან;
** შესაძლებლობა, პროცესის მთავარი მმართველის გახდომის და კომპანიის ეფექტური მუშაობის წარმმართველი.
რას გთავაზობთ:
** პირდაპირ რეპორტინგს კომპანიის დამფუძნებლებთან/გენერალურ დირექტორთან;
** პროფესიული ზრდის, მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობისა და გრძელვადიანი, სტაბილური პარტნიორობის შესაძლებლობას;
** შესაძლებლობას, გახდეთ პროცესის მთავარი მმართველი და უზრუნველყოთ ჰოლდინგის ეფექტური მუშაობა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: k.orvelashvili@arch-con.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "პროექტების ოპერაციული მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
|
|
|
|