Робота для біженців з України
შესყიდვებისა და იმპორტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვებისა და იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
"თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან. "თბილღვინოს" ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

"თბილღვინოს" გაშენებული ვენახების ფართობმა 402 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულის, მუკუზნის და წინანდლის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, "თბილღვინოს" ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.tbilvino.ge

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები:

** წარმოების, ვენახების, გაყიდვებისა და სხვა ჩართული მიმართულებების გეგმის შესაბამისად მარაგების კონტროლი და შესყიდვების გეგმის შემუშავება
** შეკვეთების დროულად განხორციელება, განხორციელებული შეკვეთების დროულად მიღების უზრუნველყოფა
** კომპანიის სხვადასხვა მიმართულების მოთხოვნის საფუძველზე პროდუქციის მოძიება, ოპტიმალური პარტნიორების შერჩევა, შესყიდვის სრული პროცესის მართვა და რეპორტინგი
** პროდუქციის ტექნიკური და ხარისხობრივი შესწავლა და შეუსაბამო პროდუქტის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების დაცვით პროცესის მართვა
** პროექტებში ჩართულობა და მათი მხარდაჭერა შესყიდვების კუთხით
** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა და პოტენციური მომწოდებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმოება პირობების გაუმჯობესების მიზნით
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება, ანალიზი და კვლევა
** შესყიდვისა და იმპორტის პროცესში ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება კანონმდებლობის, შიდა პოლიტიკისა და კომპანიაში დანერგილი ISO სტანდარტების გათვალისწინებით
** საჭიროების შემთხვევაში ტენდერების გამოცხადება და მართვა
** სატრანსპორტო კომპანიებთან (ექსპორტი, იმპორტი, შიდა გადაზიდვები) მოლაპარაკებების წარმოება საუკეთესო ფასისა და პირობების მოპოვების მიზნით, ლოჯისტიკის პროცესის მეთვალყურეობა
** შესყიდვების ბიუჯეტის შედგენა და მართვა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური C1; რუსული C1
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** სასურველია წარმოებაში მუშაობის გამოცდილება

პროფესიული უნარები:

** ორგანიზებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობა
** ანალიტიკური აზროვნება
** დავალებების სწორად გადანაწილება
** პრიორიტეტების სწორად დასახვა
** დეტალებზე ორიენტირებული

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
** ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას, შესრულებული სამუშაოს შეფასებაზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: დ. სარაჯიშვილის გამზ. #2, თბილისი;
** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე