Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=725589&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური თანაშემწე - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური თანაშემწე
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"PSP Pharma" ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.

დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.

კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.

"პსპ ფარმა" აცხადებს ტექნიკური თანაშემწის ვაკანსიას ქალაქ ბათუმში.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე; 6-საათიანი განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული პარაფარმაცევტული საქონლის დასტიკერება;
** საქონლის თაროებზე განლაგება წინასწარ შედგენილი პრინციპების დაცვით და ფასმაჩვენებლებით უზრუნველყოფა;
** საქონლის მიღებასა და აღწერებში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის თაროებისა და პროდუქციის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** აფთიაქის დარბაზში არსებული პროდუქციის მეთვალყურეობა, მომხმარებლების ნაკადის კონტროლი.

საკვალიფიკაციო უნარ-ჩვევები:

** სისწრაფე და ოპერატიულობა;
** აკურატულობა;
** ყურადღებიანობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია