Робота для біженців з України
დასუფთავების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების სპეციალისტი
მომწოდებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დასუფთავების განრიგის შესაბამისად, სამუშაო ფართის, სასწავლო ფართის და დამხმარე ფართის (მათ შორის, საერთო სარგებლობის სივრცეების - დერეფნების, ფოიეების, სველი წერტილების, სხვ.) დასუფთავება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების განუხრელი დაცვით;
** დასუფთავების განრიგის შესაბამისად, სამუშაო, სასწავლო და დამხმარე ფართის კომპლექსური დასუფთავება;
** შრომის, უსაფრთხოების და სანიტარული რეგულაციების დაცვა და შენარჩუნება;
** საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების დაცვა ქიმიკატების გამოყენებისას;
** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სათანადო გამოყენება;
** ბტუ-ს ტერიტორიაზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით მიღებული უკუკავშირის შესაბამისი მოქმედებების განხორციელება;
** სხვა ფუნქციების შესრულება, რაც დაკავშირებულია საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასუფთავებასა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასთან.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება).

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობა;
** დისციპლინურობა;
** მოწესრიგებულობა;
** პუნქტუალურობა.

პერსონალის შერჩევის ეტაპებია:

** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება.

სამუშაო ადგილი და პირობები:

** სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82
** სამუშაო განრიგი - ცვლაში მუშაობა, მორიგეობა ყოველ მესამე დღეს, 24 სთ
** შრომის ანაზღაურება - შეთანხმებით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე - hr@btu.edu.ge;

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 10 ივნისი, 2026;

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით hr@btu.edu.ge

შენიშვნა:

** ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
** პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე