Робота для біженців з України
რეგიონული გაყიდვების მენეჯერი - ქუთაისი, ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სონნივა ჯორჯია
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 01 ივლისი
შპს "Sonniva Georgia" აცხადებს ვაკანსიას რეგიონული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქუთაისსა და ბათუმში!

კომპანია "სონნივა ჯორჯია" არის ავეჯის აქსესუარების მაღაზია, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2014 წლიდან. კომპანია იზრდება სწრაფი ტემპით, რითაც უქმნის დასაქმებულს სტაბილურ და პერსპექტივების მქონე გარემოს.

ხელფასი: 2000 ლარი (ხელზე ასაღები), ბონუსი: 400-700 ლარი ყოველთვიურად.
სამუშაო საათები: 09:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი.
დასვენების დღე: შაბათი და კვირა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის/სერვისების აქტიური გაყიდვა და პრეზენტაცია
** ახალი კლიენტების მოძიება და არსებული კლიენტების ბაზის განვითარება
** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის და გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება
** გაყიდვების გეგმების შესრულება და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა
** ბაზრის მონიტორინგი და კონკურენტული გარემოს ანალიზი
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება
** შეკვეთების, ხელშეკრულებებისა და გაყიდვების პროცესის კოორდინაცია
** გაყიდვების ანგარიშგების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა
** რეგიონში ვიზიტების დაგეგმვა და შეხვედრების ორგანიზება
** კომპანიის სტანდარტებისა და გაყიდვების პოლიტიკის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება
** კლიენტებზე და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა
** ქართული ენის გამართული ცოდნა; დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** მართვის მოწმობის B კატეგორია (C კატეგორიის არსებობაც სასურველია)

უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
** მოლაპარაკებების და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში და დეტალების გასარკვევად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: admin@sonniva.ge

მისამართი: თბილისი, ავჭალა, შუშია ქუჩა 38.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე