Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=725576&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯითექსი
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
კომპანია "ჯითექსი" 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე ტანსაცმლის, ავეჯისა და სახლის აქსესუარების ხაზით. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, KIABI, Enza Home, EnglishHome, Principe. კომპანია წარმოდგენილია 30-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და გორში.

"ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი.
ლოკაცია: ქ. თბილისი, მუხრან მაჭავარიანის 4ბ.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომგებიან გაყიდვებზე ორიენტირებული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ანალიზი;
** წლიური, სეზონური და თვიური მარკეტინგული კალენდრის შემუშავება და განხორციელება;
** კომპანიის პორტფოლიოში არსებულ ბრენდებთან კომუნიკაცია და კოორდინაცია;
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, კონტროლი და ეფექტიანობის შეფასება;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა გაყიდვების გეგმის, სეზონურობის, პროდუქტის პრიორიტეტების, მარაგებისა და მომხმარებლის მოთხოვნის გათვალისწინებით;
** პრომო კამპანიების, ფასდაკლებების, სპეციალური შეთავაზებებისა და ლოიალობის აქტივობების დაგეგმვა და შესაბამისი კომუნიკაციის განხორციელება;
** კამპანიების კრეატიული კონცეფციების, მესიჯების, შეთავაზებებისა და ბრიფების მომზადება;
** მომხმარებელთა ტრაფიკის გაზრდაზე მიმართული აქტივობების შექმნა როგორც ფიზიკურ ობიექტებში, ისე ციფრულ არხებში;
** ბრენდის პოზიციონირების, საკომუნიკაციო ტონისა და ვიზუალური სტანდარტების დაცვა;
** ციფრული მარკეტინგის, სოციალური მედიის, BTL/ATL, PR და თრეიდ მარკეტინგის აქტივობების კოორდინაცია;
** კამპანიების შედეგების ანალიზი გაყიდვების, ტრაფიკის, კონვერსიის, ROI-ისა და სხვა შესაბამისი მაჩვენებლების მიხედვით;
** კონკურენტების აქტივობების, ბაზრის ტენდენციებისა და მომხმარებლის ქცევის კვლევა და მონიტორინგი;
** სააგენტოებთან, დიზაინერებთან, მედია პარტნიორებთან, ინფლუენსერებთან და სხვა მომწოდებლებთან მუშაობა;
** შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა და პერიოდული რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** მსგავს ან იდენტურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება; (უპირატესობა მიენიჭება გამოცდილებას fashion retail, consumer goods ან FMCG კატეგორიაში).
** ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონეზე);
** სააგენტოებთან და მომწოდებლებთან მუშაობის გამოცდილება;
** სოციალური მედიის, კონტენტ მარკეტინგის, performance marketing-ის და CRM/loyalty აქტივობების ზოგადი ცოდნა;
** სასურველია Meta Ads, Google Ads, GA4, CRM ან loyalty პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები

** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** კომერციული აზროვნება და გაყიდვებზე ორიენტირებული მიდგომა;
** ძლიერი ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უნარები;
** იდეების პრაქტიკულ შედეგებად გარდაქმნის უნარი;
** მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@gtex.ge.

გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ "მარკეტინგის მენეჯერი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 ივნისი.

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "ჯითექსი", როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ანდა ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;

კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;

კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;

კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე მომართოს შპს "ჯითექსს".

ასევე, გაცნობებთ, რომ შპს "ჯითექსი" თქვენ შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს შეინახავს 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია განადგურდება. თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა დაუშვებელია, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია