Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=725570&print=yes&view=jobs
 
დირექტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: Eventive Georgia
გამოქვეყნდა: 01 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
"Eventive Global" (eventiveglobal.com) არის Eventive Georgia-ს საერთაშორისო მიმართულება, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს. ჩვენ IT სექტორის საერთაშორისო კომპანიებს ვთავაზობთ მაღალი დონის კორპორატიულ Retreat - პროგრამებს საქართველოში - სრულ ლოჯისტიკას, ინფრასტრუქტურასა და მომსახურებას, ერთი გუნდისგან.

ვაკანსია: დირექტორის ასისტენტი

სამუშაო პირობები

** ანაზღაურება: 1 000 ლარი NET გამოსაცდელი ვადის განმავლობაში - 3 წარმატებული თვის შემდეგ იზრდება.
** ბონუს სისტემა: ბონუსი თითოეული პროექტიდან - ჯამური შემოსავალი საშუალოდ 1 500-1 800 ლარი და მეტი.
** გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში არაუმეტეს 40 საათისა), ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 - ოფისიდან (საბურთალო, ლვოვის ქ. №95)
** ივენთის დღეები: ანაზღაურდება დამატებით ან კომპენსირდება დასვენების დღით — კანდიდატის სურვილისამებრ.
** სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, საკომუნიკაციო ხარჯები, პროფესიული განვითარება.

ვის ვეძებთ

ენერგიულ, ანალიტიკური აზროვნებისა და მაღალი ლოგიკური უნარების მქონე კანდიდატს, რომელიც უშუალოდ დირექტორთან ითანამშრომლებს. გამოცდილება სავალდებულო არ არის - ჩვენთვის მთავარია სისხარტე, ანალიტიკური და სტრუქტურული აზროვნება და საქმის სწრაფად ათვისების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** დირექტორის მიერ გაცემული დავალებების ოპერატიული და ხარისხიანი შესრულება
** ვენდორების (მომწოდებლების) ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება
** IT კლიენტებთან (საერთაშორისო) კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე
** ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და ლოგიკური დასკვნების გამოტანა
** AI ხელსაწყოების (ChatGPT და სხვ.) აქტიური გამოყენება სამუშაო პროცესში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ინგლისური ენა - C1 დონე (აუცილებელია)
** ანალიტიკური და სტრუქტურული აზროვნება; ციფრებთან მუშაობის უნარი
** სისხარტე, ლოგიკა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი
** AI ხელსაწყოების (ChatGPT და მსგავსი) პრაქტიკული ცოდნა
** გამართული წერისა და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობა და დისციპლინა
** სხვა უცხო ენის ცოდნა - დამატებით უპირატესობად ჩაითვლება

განაცხადის პროცესი

გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: experience@eventiveglobal.com

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 ივნისი, 2026

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი დავალება — უპირატესობა

CV-სთან ერთად დაგვიწერეთ 2-3 წინადადება: როგორ გამოიყენებდით ChatGPT-ს ვენდორების ბაზის შესაქმნელად ან კლიენტისთვის პროფესიული წერილის დასაწერად?

"გახდი ჩვენი გუნდის ნაწილი და მონაწილეობა მიიღე საერთაშორისო მასშტაბის პროექტების შექმნაში!"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია