|
დასახელება:
ლოგისტიკის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Intco
|
|
გამოქვეყნდა: 01 ივნისი
/ ბოლო ვადა: 01 ივლისი
|
საერთაშორისო პარტნიორებთან მომუშავე, გამოცდილი და მზარდი კომპანია "Intco" ეძებს ლოგისტიკის მენეჯერს ქ. თბილისში.
გიყვართ ორგანიზებულობა, პროცესების მართვა და პასუხისმგებლობის აღება?
ჩვენს გუნდში ვეძებთ ლოჯისტიკის მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს ყოველდღიური ოპერაციების გამართულ მიმდინარეობას და იზრუნებს იმაზე, რომ თითოეული შეკვეთა დროულად და ხარისხიანად მივიდეს მომხმარებლამდე.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ გუნდს;
** საქმიანობას, სადაც თქვენი ჩართულობა და შედეგი რეალურად შესამჩნევი იქნება;
** გამოსაცდელი პერიოდი: 3-6 თვე;
** ანაზღაურება გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში: 1000 ლ ხელზე ასაღები;
** სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეებში 10:00-18:00.
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთების Superfin პროგრამაში გატარება;
** შეკვეთების მომზადებისა და გაცემის პროცესის კოორდინაცია;
** კურიერის სამუშაო პროცესის დაგეგმვა და მართვა;
** მიწოდებების კონტროლი და მონიტორინგი;
** პროცესების სიზუსტისა და დროულობის უზრუნველყოფა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი იყოს:
** პასუხისმგებლობიანი და ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** ოპერატიული და მრავალ ამოცანასთან მუშაობის უნარით;
** კომპიუტერული პროგრამების მომხმარებელი.
დაინტერესდი?
გამოგვიგზავნე CV ელფოსტაზე: intcoveric@gmail.com
სათაურში მიუთითე: "ლოჯისტიკის მენეჯერი"
|
|
|
|