Робота для біженців з України
ინგლისური ენის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისური ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: ქართულ-ევროპული განათლების აკადემია ვეტო
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 25 ივნისი
"ქართულ-ევროპული განათლების აკადემია ვეტო" არის აბიტურიენტთა მოსამზადებელი სასწავლო ცენტრი, რომელიც უკვე თვრამეტი წელია წარმატებით ფუნქციონირებს საგანმანათლებლო სფეროში და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას აბიტურიენტთა მომზადებაში. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ პედაგოგთა შერჩევას. თითოეული კანდიდატი შეირჩევა კონკურსის წესით.

"ქართულ-ევროპული განათლების აკადემია ვეტო" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე. შერჩეული კანდიდატი უნდა წარუძღვეს შემდეგ სასწავლო კურსებს: "სასაუბრო ინგლისური" და "აბიტურიენტთა გამოცდებისათვის მოსამზადებელი" კურსი. პედაგოგმა შესაძლებელია შეითავსოს როგორც ერთი, ასევე ორივე სასწავლო კურსის ხელმძღვანელობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პროფესიული უნარები:

** უმაღლესი განათლება სპეციალობით აუცილებელია (კვალიფიკაცია: ინგლისური ენის ფილოლოგი);
** ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** ინგლისურ ენაზე თავისუფლად და გამართულად საუბრის უნარი;
** პედაგოგად/რეპეტიტორად მუშაობის სტაჟი ჩაითვლება უპირატესობად;
** თანამედროვე სწავლების მეთოდების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური, ორგანიზებული, ენერგიული, პასუხისმგებლობის მქონე, პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით, საათობრივი დატვირთვა, მინიმუმ კვირაში 2 დღე.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

პირველი ეტაპი: ტესტირება და გასაუბრება.
მეორე ეტაპი: ღია გაკვეთილის ჩატარება.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს. 25 ივნისამდე გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: vacancykegakademia@gmail.com

სათაურის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი CV არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, იმ მოცულობითა და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვის ვადაა 3 წელი. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც. თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ ამგვარი დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე