|
დასახელება:
მზარეული
|
| მომწოდებელი:
ვერარეზიდენს
|
|
გამოქვეყნდა: 30 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
"ვერარეზიდენს" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა, მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** სამზარეულოში დადგენილი სტანდარტითა და რეცეპტურით კერძების მომზადება;
ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** მარაგების ეფექტურად გამოყენება.
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე;
შეასრულოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით ზუსტად და მინიმალური დანაკარგით;
უზრუნველყოს მაცივრების, დანადგარების, ღუმელების, ზედაპირების სისუფთავე ნებისმიერ დროს;
** ტექნოლოგის მიერ შექმნილი რეცეპტურის და კალკულაციების ზედმიწევნით
დაცვით პროდუქტის მომზადება;
** არსებული პროდუქტის სწორად შენახვა/გარეცხვა/განთავსება/დასაწყობება;
პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი
** პასუხისმგებლობით მოეკიდოს კომპანიის შინაგანაწესს;
** იმოქმედოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესების დაცვით;
შეუსაბამობის აღმოფხვრა საკუთარი კომპენტენციის ფარგლებში;
** თუ შეუსაბამობა მის კომპეტენციას ცილდება, ვალდებულია შეატყობინოს მის უშუალო უფროსს ან წარმოების მენეჯერს;
** ვალდებულია ზედმიწევნით შეასრულოს კომპანიის მენეჯმენტის მიერ გაწერილი პროცედურები, სადაც მისი პასუხისმგებლობა ვლინდება;
** სწორი, გამართული კომუნიკაციის უზრუნველყოფა თანამშრომლებსა და სასტუმროს დანარჩენ დეპარტამენტებს შორის;
** დაიცვას სასტუმროს უნიფორმის დრესკოდი;
** სასტუმროს უსაფრთხოების პოლიტიკის ცოდნა და სახანძრო განგაშზე რეაგირების პროცესების გაცნობა.
სტუმრებზე ზრუნვა:
** მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება სტუმრებისათვის, შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
** სტუმრისგან უკუკავშირის მიღება და შესაბამის კომენტარებზე დაყრდნობით საჭირო ნაბიჯების გადადგმა;
** მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესება და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
** სწორი, გამართული კომუნიკაციის უზრუნველყოფა თანამშრომლებსა და სასტუმროს დანარჩენ დეპარტამენტებს შორის.
ხელფასი: გამოცდილებიდან გამომდინარე 1200-1500 ლარი (სუფტა ხელზე)
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე: info@veraresidence.ge
|
|
|
|