კომპანია "ჯი-თი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას - საგარანტიო მენეჯერის პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით.
"ჯი-თი გრუპი" ჰოლდინგური ტიპის მრავალპროფილიანი კომპანიაა, სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ოპერაციებით. კომპანია ოფიციალურად წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების, სასოფლო და სამეურნეო ტექნიკისა და საცხებ-საპოხი მასალების ბრენდებს: Ford Trucks, Iveco, New Holland, Isuzu, Castrol და სხვა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი # 216;
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://gtgroup.selfrecruit.ge/s/wJ8GJ
|