Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=725475&print=yes&view=jobs
 
დემი შეფ-მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დემი შეფ-მზარეული
მომწოდებელი: Novotel Tbilisi Center
გამოქვეყნდა: 30 მაისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
"Novotel Tbilisi Center" საერთაშორისო სასტუმრო და Accor Group-ის წევრი. მდებარეობს თბილისის ისტორიულ ცენტრში, ავლაბრის ცოცხალ უბანში და გთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს თანამედროვე სტუმართმოყვარეობას კულტურულ ხიბლთან.

"Novotel Tbilisi Center" ორიენტირებულია მაღალი ხარისხის მომსახურებისა და დაუვიწყარი დასვენების უზრუნველყოფაზე სტუმრებისთვის. გუნდში გაწევრიანება ნიშნავს გლობალურად სანდო ბრენდისა და საინტერესო სამუშაო გარემოს ნაწილად გახდომას.

ჩვენ ვიწვევთ ჩვენს გუნდში სტიუარდს.

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** სასტუმროს რესტორნისთვის და სამზარეულოსთვის ყველა ინვენტარის, ჭურჭლის გარეცხვა, გასუფთავება და მარაგის უზრუნველყოფა;
** ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენებით ყველა ჭურჭლის რეცხვა;
** საჭიროებისამებრ სამზარეულოს ტექნიკის გაწმენდა;
** ჭიქების ჭურჭლის მოწესრიგება და შესაბამის ადგილას დალაგება;
** თანამშრომლების სასადილოდან გამოყენებული ჭურჭლის ალაგება და სასადილო მაგიდების მოწესრიგება;
** სასტუმროს ღონისძიებების დროს მიხმარება და ჭურჭლის დარეცხვა;
** სამზარეულოს სუფთა გარემოს შენარჩუნება სამზარეულოს პერსონალის დახმარებით;
** სამზარეულოს და ჭურჭლის ოთახის ყველა დახლის და თაროების გაწმენდა და მოწესრიგება;
** სამზარეულოს პერსონალის დახმარება თანამშრომლების სასადილოს გაშლასა და ალაგებაში;
** უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარიის სათანადო წესების დაცვა;
** სამუშაო საათების პერიოდში უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

მოთხოვნები და უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** დროის მართვის უნარი;
** მცირე ზედამხედველობის ქვეშ მუშაობისა და მაღალი დონის შესრულების შენარჩუნების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას იმუშაოთ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასტუმროს ქსელში;
** პროფესიონალური და მეგობრული გარემო;
** ანაზღაურება 1300 ლარი ხელზე ასაღები;
** სამუშაო დღეები/საათები: კვირაში 5 დღე, 40 საათი
** საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** საერთაშორისო სასტუმროების ქსელის Accor-ის წევრობა და ფასდაკლებებით სარგებლობა ყველა მის წევრ სასტუმროში;
** კვება თანამშრომლებისთვის.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kitchen@novoteltbilisi.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება სასტუმრო "Novotel Tbilisi Center".

გაცნობებთ, რომ სასტუმრო "Novotel Tbilisi Center"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.

განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია