Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=725440&print=yes&view=jobs
 
შეფ-მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: სტელარ გრუპ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
ვეძებთ შეფ-მზარეულს, რომელიც ჩვენთან ერთად შექმნის ახალ ქართულ ბრენდს.

ჩვენ ვართ ჰორეკა სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი და ვიწყებთ ახალ, საინტერესო პროექტს — ქართულ სამზარეულოზე დაფუძნებულ ბრენდს, რომელიც ახალ სიტყვას იტყვის ბაზარზე.

ვითანამშრომლებთ შეფთან, რომელიც მხოლოდ სამუშაოს კი არ ეძებს, არამედ სურს თავიდანვე იყოს ჩართული ახალი ბრენდის შექმნის პროცესში. ადამიანს, რომელსაც უყვარს ქართული სამზარეულო, აქვს პროფესიული გამოცდილება და სჯერა, რომ ძლიერი გუნდისა და სწორი ხედვის პირობებში შესაძლებელია განსაკუთრებული პროდუქტის შექმნა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატს შეეძლოს როგორც სამზარეულოს პროცესების გამართული ორგანიზება, ასევე გუნდის შეკვრა და განვითარება. გვინდა ვიპოვოთ პროფესიონალი, რომელიც საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ჩვენს ხედვას შეუერთებს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბრენდის წარმატებაში.

რას ველოდებით თქვენგან?

** ქართული სამზარეულოს სიღრმისეულ ცოდნას და შესაბამის პრაქტიკულ გამოცდილებას;
** მენიუს შექმნისა და განვითარებისთვის საჭირო უნარებს;
** სანიტარულ-ჰიგიენური და HACCP-ის სტანდარტების სრულყოფილ ცოდნას;
** გუნდის მართვის გამოცდილებას (სასურველია, თუმცა არა სავალდებულო);
** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას, ინიციატივასა და განვითარების სურვილს.

რას გთავაზობთ?

** შესაძლებლობას, თავიდანვე გახდეთ ახალი პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი;
** თანამშრომლობას გამოცდილ გუნდთან, რომელსაც წარმატებული ბრენდების შექმნისა და მართვის პრაქტიკული გამოცდილება აქვს;
** კონკურენტულ და ღირსეულ ანაზღაურებას;
** დამატებით მოტივაციის სისტემას, რომელიც კომპანიის ზრდასა და საერთო წარმატებასთან იქნება დაკავშირებული.

თუ ფიქრობთ, რომ ეს გამოწვევა თქვენთვისაა და გსურთ შექმნათ რაღაც ახალი, ხარისხიანი და გამორჩეული, სიამოვნებით გავეცნობით თქვენს გამოცდილებას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, მითითებულ ელფოსტის მისამართზე: daisirestaurant@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია