|
დასახელება:
ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ციფრული მმართველობის სააგენტო
|
|
გამოქვეყნდა: 29 მაისი
/ ბოლო ვადა: 07 ივნისი
|
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.
ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:
** ციფრული მმართველობა;
** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
** ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.
სამუშაო პოზიციის დასახელება: ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კომპეტენციისა და გამოცდილების შესაბამისად.~
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების მიერ წარმოებული შიდა სამსახურებრივი დოკუმენტაციის განხილვა, კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება, რეკომენდაციების ჩამოყალიბება და მუდმივი კომუნიკაცია;
** საერთაშორისო რეგულაციების, სტანდარტების ანალიზი ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით;
** საკონსულტაციო მომსახურებების გაწევა, როგორც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისთვის, ისე სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის;
** ინფორმაციული უსაფრთხოების სატრენინგო მოდულების მომზადებისა და ტრენინგების ჩატარების ხელშეწყობა. საჭიროებისამებრ, ცნობიერების ამაღლების კამპანიებში ჩართულობა;
** გუნდის წევრებთან ერთად დანერგვის, აუდიტის და საკონსულტაციო პროექტების განხორციელებაში ჩართულობა;
** გუნდის წევრებთან ერთად ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში შემდეგი ფუნქციების შესრულება:
- ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკები/პროცედურების შემუშავება/განახლება/გაუმჯობესება;
- ინფორმაციული უსაფრთხოების აქტივებისა და რისკების მართვა;
- კონტროლის მექანიზმების მონიტორინგი.
- ორგანიზაციის მიერ ინიცირებული პროცედურების შემუშავება;
** კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციული უსაფრთხოების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნეს ადმინისტრირების ან იურიდიული მიმართულებით.
** 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით
** ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით ISO მართვის სისტემების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2).
** უპირატესობა მიენიჭებათ შემდეგი სერტიფიკატების მფლობელ კანდიდატებს:
- ISACA CISM; CISA; CRISC; CGEIT;
- ITIL; COBIT;
- ISO 27001; ISO 22301 - წამყვანი დამნერგავი ან წამყვანი აუდიტორი.
უნარ-ჩვევები:
** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** გუნდური მუშაობა;
** მოქნილობა და ცვლილებებთან ადაპტირება;
** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი.
განაცხადის გაკეთება
დაინტერესების შემთხვევაში, 2026 წლის 07 ივნისის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@dga.gov.ge. მეილის subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის.
|
|
|
|