Робота для біженців з України
დაგეგმარების განყოფილების თანამშრომელი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაგეგმარების განყოფილების თანამშრომელი
მომწოდებელი: აჭარა ტექსტილე
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "აჭარა ტექსტილეში" არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე, მის მიერ წარმოდგენილ განაცხადში და მასზე დართულ დოკუმენტებში მითითებული პერსონალური მონაცემები გამოყენებულ იქნება კონკურსის მიზნებისთვის, საკონკურსო პირობებთან კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად.

ამასთან, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატის მიერ კონკურსის ეტაპზე წარმოდგენილი მონაცემები გამოყენებულ იქნება შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთვის კანონმდებლობით და დაწესებულების შიდა მარეგულირებელი აქტებით გათვალისწინებული პროცედურის უზრუნველსაყოფად და შესაბამის შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით, დაწესებულებისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. ამასთანავე, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ გაცხადებული თანხმობა, იმავე ფორმით რა ფორმითაც განაცხადეთ თანხმობა.

პოზიცია: დაგეგმარების განყოფილების თანამშრომელი
მდებარეობა: ქ. რუსთავი, გაგარინის ქ. 20
ხელფასი: გამოსაცდელ ვადაში 900 - 1000 ლარი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ძირითადი მოთხოვნა-მოვალეობები:

** მათემატიკური უნარები (საშუალო დონე)
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა
** ყოველდღიურად ბრიგადებში არსებული დასაქმებულთა რაოდენობის კონტროლი/დათვლა და ინფორმაციის მიწოდება დაგეგმარების განყოფილებისათვის.
** საწარმოში მოქმედი დანამატების სისტემის შესაბამისად "კატეგორიების" მინიჭება დასაქმებულთათვის. აღნიშნულის მიზნით კი მოთხოვნის საფუძველზე დასაქმებულთათვის შესაბამისი გამოცდის ჩატარება და გამოცდის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელი პირისათვის.
** საწარმოში არსებული დისციპლინური დარღვევების დასურათება და ხელმძღვანელი პირისათვის ინფორმაციის მიწოდება.
** მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** ოპერატიულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირება და ვადების კონტროლის უნარი
** მაღალი სამუშაო ეთიკა და დისციპლინა
** გუნდური მუშაობის უნარი და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი

დამატებითი ინფორმაცია: პირველი 3 თვე ჩატარდება შესაბამისი სწავლება

nana.dundua@kartlitextile.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე