Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=725107&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: ჰიგიენ სერვისი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
კომპანია "ჰიგიენ სერვისი" 2015 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის მთავარ სფეროს წარმოადგენს კომერციული და არაკომერციული შენობა-ნაგებობების დალაგება-დასუფთავება.

დასუფთავების კომპანია "ჰიგიენ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე, რომლის პასუხისმგებლობაც იქნება ობიექტებზე მიმდინარე ტექნიკური პროცესების მართვა, ინვენტარის კონტროლი და ლოჯისტიკური პროცესების ეფექტურად ორგანიზება.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 145
გრაფიკი: სრული (ორშაბათი - პარასკევი; 08:00 - 17:00 სთ)

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტებზე არსებული ინვენტარის რეგულარული შემოწმება და აღრიცხვა;
** სახარჯი მასალების საჭიროების განსაზღვრა და დროული შეკვეთების განხორციელება;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია და შეკვეთების კოორდინაცია;
** ლოჯისტიკური პროცესების მართვა (ტრანსპორტირება, გადაზიდვები, გადაადგილება);
** ტექნიკური საკითხების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა (დანადგარების გაუმართაობა, მასალების დეფიციტი …);
** სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტურობის გაზრდა;
** საჭიროების შემთხვევაში გუნდთან/კონტრაქტორებთან კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა (სასურველია).

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2026 წლის 20 ივნისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@hs.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება .გისურვებთ წარმატებას.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია