|
დასახელება:
უნივერსალი მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
მ.ა.მ
|
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
შპს "M.a.M" წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელს, რომელიც წარმატებით ოპერირებს თბილისის და კახეთის რეგიონში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას უნივერსალი მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი
ანაზღაურება: 1500 ლარი
პოზიციის სპეციფიკა:
უნივერსალი მოლარე-კონსულტანტის პოზიცია გულისხმობს თანამშრომლის სხვადასხვა ფილიალში საჭიროებისამებრ გადანაწილებასა და მუშაობას.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლის მაღალხარისხიანი მომსახურება და ეფექტური კომუნიკაცია;
** პროდუქციის სკანირება, შეფუთვა და ანგარიშსწორების პროცესის სრულყოფილად წარმართვა;
** მომხმარებლისთვის პროდუქციის ღირებულების, მიმდინარე აქციებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის დახმარება პროდუქციის შერჩევაში;
** სალაროსთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება, თანხის მიღება/გაცემა და დღის ბოლოს სალაროს გასწორება;
** სავაჭრო სივრცეში პროდუქციის სწორად განლაგება კომპანიის მერჩენდაიზინგის სტანდარტების შესაბამისად;
** პროდუქციის ვადებისა და ხარისხის კონტროლი, ვადაგასული ან დაზიანებული პროდუქციის დროული ამოღება;
** ფასმაჩვენებლების სწორად და დროულად განთავსება;
** სავაჭრო ობიექტის, თაროებისა და სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
** დისტრიბუციიდან მიღებული პროდუქციის გადამოწმება კოდებისა და ვადების მიხედვით;
** საჭიროების შემთხვევაში ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** კომპანიის შიდა რეგულაციების, სამუშაო ინსტრუქციებისა და პროფესიული ეთიკის დაცვა;
** ხელმძღვანელობის დავალებით დამატებითი სამუშაოების შესრულება საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა და ყურადღებიანობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგზავნეთ ელფოსტაზე: human.resource.m.a.m@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 557 66 64 28
|
|
|
|