|
დასახელება:
ონლაინ გაყიდვებისა და შეკვეთების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბრენდი საუკუნე
|
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
ბრენდი "საუკუნე" ეძებს ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ გოგონას, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და უზრუნველყოფს ტანსაცმლის ონლაინ გაყიდვების გამართულ მართვას.
დისტანციური დასაქმება არ არის გათვალისწინებული.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი (გთხოვთ, გაითვალისწინოთ ლოკაცია განაცხადის შეტანამდე)
სამუშაო საათები: 11:00-20:00 სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე
ძირითადი მოვალეობები:
** Facebook, Instagram და TikTok პლატფორმებზე შემოსული შეტყობინებების დროული და თავაზიანი დამუშავება
** პოსტების კომენტარებზე პასუხის გაცემა და კლიენტებთან კომუნიკაციის წარმართვა
** შეკვეთების მიღება, მომზადება და სათანადო შეფუთვა
** საკურიერო სამსახურთან კოორდინაცია და ამანათების გაგზავნის ორგანიზება
** "საუკუნეს" კოლექციის, ზომების, მასალებისა და მახასიათებლების შესწავლა და კლიენტების სრულყოფილი კონსულტაცია
მოთხოვნები:
** გამართული ქართული წერითი მეტყველება და თავაზიანი კომუნიკაციის სტილი
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა — აუცილებელი
** ორგანიზებულობა, სიზუსტე და ყურადღება დეტალების მიმართ
** Facebook და Instagram-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** სწავლის სურვილი და პროდუქტის ასორტიმენტის სწრაფად ათვისების უნარი
** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება — სასურველია
ანაზღაურება:
** ფიქსირებული სარგო: 1 350 ლარი
** ბონუსი: შეკვეთების მოცულობის 1% (სავარაუდოდ 150-250 ლარი/თვეში)
** სავარაუდო ჯამური შემოსავალი: 1500 - 1600 ლარი
საკონტაქტო ინფორმაცია: გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: saukunefinance@gmail.com. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ონლაინ გაყიდვებისა და შეკვეთების მენეჯერი".
|
|
|
|