Робота для біженців з України
ბარისტა/ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა/ბარმენი
მომწოდებელი: მილანური ბისტრო
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 28 ივნისი
გლდანში, ი.ვეკუაზე და საბურთალოზე პეკიმზე მდებარე "მილანური ბისტრო", რომელიც ბაზარზე 2017 წლიდან წარმატებით ოპერირებს, ეძებს ადამიანს, რომელსაც უყვარს ხარისხიანი ყავა, ესმის სერვისის მნიშვნელობა და შეუძლია ბარის მიმართულებითაც კომფორტულად მუშაობა.

თუ გაქვს გამოცდილება ბარისტის პოზიციაზე და პარალელურად ფლობ სტანდარტული კოქტეილებისა და სასმელების მომზადების უნარს, მოხარული ვიქნებით გაგიცნოთ.

სამუშაო გარემო მოიცავს მრავალფეროვან ყავის მენიუს და პროფესიონალურ La Cimbali-ს აპარატთან მუშაობას.

პირობები:

** ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად
** გრაფიკი: 4/3 ან 5/2
** მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო
** 1 საათი შესვენება
** სტაფის კვება

ძირითადი მოვალეობები:

** ყავის სასმელების ხარისხიანად და სტაბილურად მომზადება
** სტანდარტული კოქტეილებისა და ბარის სასმელების მომზადება
** სტუმართან კომუნიკაცია და სასიამოვნო სერვისის უზრუნველყოფა
** სამუშაო სივრცისა და ინვენტარის მოწესრიგება
** ჰიგიენისა და ხარისხის სტანდარტების დაცვა
** საჭიროების შემთხვევაში სერვისის პროცესში ჩართვა და გუნდის დახმარება

სასურველია:

** ბარისტად მუშაობის გამოცდილება
** ბარის საბაზისო ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მოწესრიგებულობა და გუნდური მუშაობის უნარი
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა

cv გამოაგზავნეთ მეილზე bistroground84@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ - ვეკუა14, -პეკინის8.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე