|
დასახელება:
სკოლის სასწავლო პროცესების ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
აზროვნების აკადემიის სკოლა
|
|
გამოქვეყნდა: 28 მაისი
/ ბოლო ვადა: 30 ივნისი
|
აზროვნების აკადემიის სკოლა ქმნის უსაფრთხო, ემოციურად ჯანსაღ, თანამშრომლობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს მოსწავლეთა პიროვნული და სოციალური განვითარებისათვის.
აზროვნების აკადემიის სკოლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://school.azraki.ge/
აზროვნების აკადემიის სკოლა აცხადებს კონკურსს სასწავლო პროცესების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, ბაგები, ზ. საკანდელიძის №9 (მეტრა პარკის დასახლება)
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შეიმუშავებს, ნერგავს და მონიტორინგს უწევს სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო მექანიზმებსა და სტანდარტებს;
** კოორდინაციასა და მონიტორინგს უწევს საგნობრივი მიმართულებების მუშაობას;
** გეგმავს და აორგანიზებს საგნის მასწავლებელთა მიზნობრივი ჯგუფების შეხვედრებს დადგენილი ან საჭირო პერიოდულობით;
** მონაწილეობს სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში;
** ზრუნავს სასწავლო კურიკულუმის განვითარებაზე, გასცემს რეკომენდაციებს და მონიტორინგს უწევს მათი შესრულების პროცესს;
** ზედამხედველობს სკოლაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;
** აკონტროლებს მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მიერ სამუშაო ამოცანების შესრულებასა და შესრულებული სამუშაოს ხარისხს;
** კოორდინაციას უწევს ახალი თანამშრომლების სკოლასთან ადაპტაციის პროცესს;
** ხელს უწყობს ეფექტური სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებას;
** უზრუნველყოფს მიზნობრივი კვლევების ჩატარებას;
** შეისწავლის მოსწავლეების, მშობლებისა და თანამშრომლების კმაყოფილებას და ზრუნავს მიღებული შედეგების გაუმჯობესებაზე;
** კოორდინაციას უწევს სკოლაში ჩასატარებელი ღონისძიებებისა და აქტივობების ეფექტურად განხორციელებას;
** კოორდინაციას უწევს სკოლის უწყვეტი თვითშეფასების პროცესს;
** სკოლის ადმინისტრაციულ გუნდთან შეთანხმებით გეგმავს და აორგანიზებს სხვადასხვა ღონისძიებას;
** კოორდინაციას უწევს არაფორმალური განათლების მიმართულებით სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას;
** ხელს უწყობს დირექტორს სხვადასხვა ამოცანის გადაწყვეტაში და ასრულებს მის დავალებებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
** დადგენილი პერიოდულობით ამზადებს და წარადგენს შესრულებული სამუშაოს ანგარიშებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება განათლების, პედაგოგიკის, განათლების ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** სასწავლო დაწესებულებაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აკადემიური კოორდინაციის, სასწავლო პროცესის მართვის ან საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ეროვნული სასწავლო გეგმისა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი რეგულაციების ცოდნა;
** სასწავლო პროგრამების, კურიკულუმისა და შეფასების სისტემების შესახებ ცოდნა;
** კვლევების დაგეგმვის, მონაცემთა დამუშავებისა და ანგარიშგების გამოცდილება;
** Microsoft Office-ის პროგრამების (world, excel, PowerPoint) სრულყოფილად ფლობა.
კომპეტენციები და უნარები:
** აკადემიური პროცესების ეფექტურად კოორდინაციის უნარი;
** ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
** ძლიერი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
** ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** მრავალფუნქციურ გარემოში დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პროფესიული ეთიკისა და კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტების დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
http://onlineacademia.ge - ზე წვდომა
აზროვნების აკადემიის კურსებსა და სალონურ საუბრებზე უფასო დასწრება.
ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50%-იანი ფასდაკლება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე hr@azraki.ge და ელ.ფოსტის "subject-ში" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 ივნისი 2026 წ.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემიის სკოლის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის - თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|