Робота для біженців з України
საგამოცდო ცენტრის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგამოცდო ცენტრის სპეციალისტი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 28 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საგამოცდო ცენტრის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გივი ჟვანიას ქუჩა N17, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი და დ. გურამიშვილის გამზირი N 76.
** სამუშაო გრაფიკი: სრული.
** სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;

შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება;

ძირითადი მოვალეობები:

** უნივერსიტეტში ერთიანი საგამოცდო სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** შემოსული საგამოცდო ტესტების შედარება (შედარებაში არ იგულისხმება შინაარსობრივი თემატიკის გადამოწმება) კურსის სილაბუსებთან და ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელთან;
** საგამოცდო ცხრილის შემუშავება;
** შემოსული საგამოცდო ტესტების საგამოცდო ფორმაში მოქცევა;
** საგამოცდო ცხრილის გაცნობა სტუდენტებისთვის ყველა არსებული კომუნიკაციის საშუალებით;
** დამკვირვებლების ცხრილის შედგენა და მათი ინფორმირება გამოცდების შესახებ;
** გამოცდის შედეგების ასახვა სტუდენტთა შეფასებების ბაზაში;
** სტუდენტების ნაშრომების დათვლა, აღრიცხვა და გადაცემა აკადემიური/მოწვეული პერსონალისთვის;
** სააპელაციო კომისიისთვის ნაშრომების მოძიება და მათთვის გადაცემა;
** საგამოცდო პერიოდის დასრულებისას ანალიზის და საკუთარი რეკომენდაციების წარდგენა ხელმძღვანელისთვის;
** უწყისების დაბეჭდვა და მათი გადაცემა ხელმძღვანელისთვის;
** გამოცდების ადმინისტრირების პროცესის დახვეწის მიზნით, საგამოცდო პროცესის მონიტორინგის კონტექსტში, მონაცემების შეგროვებასა და ანალიზში ჩართულობა;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება, ასევე ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება, სასურველია, სასწავლო პროცესის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა - B1 დონე (მეტყველება, წერა).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სისტემური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: HR@eu.edu.ge.

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განაცხადების ბოლო ვადა: 2026 წლის 06 ივნისი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე